იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა Corriere Della Sera წერს.
82 წლის პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.
პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერი მილანის სან-რაფაელეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2016 წლის ივნისში მას აორტის სარქვლის უკმარისობის გამო გულის ოპერაცია ჩაუტარდა.
ბერლუსკონი იტალიის პრემიერის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 1994-1995, 2001-2006 და 2008-2011 წლებში იკავებდა. Fორბეს-ის მონაცემებით, 2018 წელს ბერლუსკონის ქონებამ 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.