WP: რამდენი ტყუილი თქვა ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან დღემდე

WP: რამდენი ტყუილი თქვა ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან დღემდე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან დღემდე (827 დღე) 10 ათასზე მეტი ყალბი ან შეცდომაში შემყვანი განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ სტატისტიკას გაზეთი The Washington Post-ი აქვეყნებს.

გაზეთის ცნობით, ტყუილების სიხშირემ 500 ყალბი ინფორმაციის გაცხადების შემდეგ იმატა. „ტყუილის სიჩქარის“ მომატებას კვლევის ავტორები მიტინგებს უკავშირებენ, რომელსაც ტრამპი კონგრესის შუალედური არჩევნების დროს ატარებდა.

გამოცემის მტკიცებით, მთავრობის მუშაობის შეწყვეტის დროს (ე.წ. შათდაუნი) და სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების ბოლო ფაზის პერიოდში, ტრამპი ხშირად გამოდიოდა დამაბნეველი და/ან ცრუ განცხადებებით.