უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა

უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა

უკრაინის ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების 21 აპრილს გამართული მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22% მიიღო. მისმა მეტოქემ, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხმათა 24,45% მიიღო.

არჩევნებზე აქტიურობამ 61,37% შეადგინა. საერთო ჯამში, ხმის მიცემის უფლებით უკრაინის 18 491 840-მა  მოქალაქემ ისარგებლა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მოიპოვა, პეტრე პოროშენკომ კი - 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა.