ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსა და მასთან მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული 70 ადამიანის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ Reuters-ი შემთხვევის ადგილზე მყოფ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ინციდენტი კარაკასში ლა-კარლოტას სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა.
მანამდე ხუან გუაიდომ სამხედროებსა და მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
როგორც გუადო ამტკიცებდა, მას სამხედროების ნაწილი უკვე შეურთდა.
3 აპრილს გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.
როგორც გუადო ამტკიცებდა, მას სამხედროების ნაწილი უკვე შეურთდა.