სომხების ახალი აფერა, ანუ „შვარციკი“ - ნელი მოქმედების ნაღმი

სომხების ახალი აფერა, ანუ „შვარციკი“ - ნელი მოქმედების ნაღმი

2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 248.929 სომეხი ცხოვრობს. ეს კი მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,7 პროცენტს შეადგენს. სომხები საქართველოს სამხრეთით, სამცხე- ჯავახეთში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ.

სომხეთი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დიდ ნაწილს საქართველოს გავლით ახორციელებს და თავისი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საჭიროებას ამ ქვეყნის ტერიტორიიდან გამვლელი ხაზით იკმაყოფილებს. ამ და კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას.

სომხეთი აცხადებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მან მხარი მაინც დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მოთხოვნებს.

ის მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. იქ ჩატარებულ არჩევნებში დამკვირვებლები გაგზავნა და მონაწილეობა მიიღო იქ გამართულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

სომხეთი ფიქრობს, რომ მოკლე დროის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის პრობლემას თავის სასარგებლოდ გადაწყვეტს და მერე გაააქტიურებს საქართველოში ჯავახეთის საკითხს.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ პარტია „დაშნაკცუთიუნმა“ 2003 წელს ჯავახეთის საკითხის გააქტიურება მოითხოვა.  მათ ჯავახეთი „დიდი სომხეთის“ ნაწილად მიაჩნიათ. ამ პარტიის აზრით, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯავახეთის რიგი დადგება. ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს სომხეთში არსებული პოლიტიკური პარტია „ზორ ჰაირენიკ _ ძლიერი სამშობლო“.

„ჯავახ _ სახალხო მოძრაობა“, „ზანგის ორგანიზაციები“, „დიდი სამშობლოს პარტია“, „ვირკი“, საქართველოს მიერ „სომხური გენოციდის“ აღიარებას მოითხოვენ.

სომხები პროვოცირებენ მთიანი ყარაბაღის მაგალითით და ცდილობენ ჯავახეთის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დააყენონ.

465 ქართულ ეკლესიაზე გამოცხადებული სომეხი ნაციონალისტების სრულიად უკანონო, თავხედური და ანტიისტორიული პრეტენზიების ფონზე ცოტას თუ ესმის, რომ ეს პრეტენზიები ძველი დროიდან მოდის და არც არასოდეს შეწყვეტილა.

ეს საკითხი სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად მწვავედ დგას დღეს საქართველოში და წარმოიდგინეთ, საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ ცეცხლზე ნავთი დაასხან.

კონკრეტულად, მხედველობაში მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც თვითონ უწოდებენ _ სამოქალაქო მოძრაობა, სახელად „მრავალეროვანი საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ მხოლოდ თბილისში სომხურ ეპარქიას პრეტენზია აქვს 6 ეკლესიაზე. ესენია: თბილისში – ნორაშენის ეკლესია, სურფ ასტვაცანინი, სურფ მინასი, ნუღნის წმ. გიორგის ეკლესია, კარმირ ავეტარანი და ახალციხის სურფ ნეშანის ეკლესია.

როგორც ვიცით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კათოლიკური ეკლესიის საკითხზეც.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ვაიქართველი, რომლებსაც ვერ გაუგიათ სიტუაციის სიმწვავე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ლიდერს არნოლდ სტეფანიანს საქართველოს პატრიოტად მოიხსენიებს, სინამდვილეში კი  მისი ყოველი ქმედება საპირისპიროს ამტკიცებს.

დიდი ხანი არ არის, რაც სტეფანიანმა ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, ე.წ. ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცნობილი ფაქტია და ამაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ მის განცხადებას წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოში რადიო „პალიტრაში“ გააკეთა.

არ­ნოლდ სტე­ფა­ნი­ა­ნი: „რო­ბერტ სტუ­რუ­ას რუ­სულ პრე­სა­ში აქვს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სა­დაც ერთ-ერთ გა­ზეთს უთხრა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის ქარ­თვე­ლი და არის ნა­ხევ­რად დე­გე­ნე­რა­ტი და ამ კონ­ტექ­სტში ის სა­უბ­რობს სომ­ხებ­ზე…

თუ ვსა­უბ­რობთ ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე, თით­ქმის იგი­ვე ხდე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში. ისი­ნი პრე­სა­შიც იბ­ლო­კე­ბი­ან, მი­ტინ­გებ­საც ვერ ატა­რე­ბენ და არ ჩა­ნან“…

საქმე იქამდე მივიდა, რომ არნოლდ სტეფანიანმა სომეხთმოძულეთა 30-კაციანი სიაც გამოაქვეყნა, სადაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად სასულიერო პირებიც არიან შეყვანილი. ეს სია, მან, როგორც ცნობილია, სომხეთის ხელისუფლებას გაუგზავნა.

სტე­ფა­ნი­ა­ნი ცდი­ლობს გაუთვითცნობიერებელი ადამიანები დაარწმუნოს, რომ ის არის მშვი­დო­ბის მტრე­დი და ქარ­თვე­ლებ­სა და სომ­ხებს შო­რის კონ­ფლიქტს აჩერებს. ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­ვა­რებს “ვირ­ქთან” და “ჯა­ვა­კხის­თან”, რომ­ლე­ბიც არი­ან სომ­ხუ­რი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და აცხა­დე­ბენ, რომ ჯა­ვა­ხე­თის მიწა არის სომ­ხე­ბის. ისი­ნი ამ მი­წას უძღვნი­ან ჰიმ­ნებს, ლექ­სებს და ამას ინ­ტერ­ნეტ­ში ათავ­სე­ბენ.

გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ ქარ­თვე­ლი ერის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ვი­დე­ორ­გო­ლებს. სწო­რედ ამ ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი­სა და სტე­ფა­ნი­ა­ნის სურ­ვი­ლია, ჯა­ვა­ხე­თი ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ა­ცხა­დონ და იგი სომეხმა სეპარატისტებმა ჩა­იგ­დონ ხელ­ში.

სომხების რეაქციული ნაწილის და ამ შემთხვევაში, არნოლდ სტეფანიანის, როგორც წმინდა სისხლის სომეხის სურვილი და ინტერესია „დიდი არმენიის“ ხილვა და ამ გლობალურ გეგმაში არა მხოლოდ ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, არამედ სამცხე-ჯავახეთი და თითქმის სრულიად საქართველო მოიაზრება და რომ იცოდეთ, ეს სულაც არ არის მხოლოდ სტეფანიანის ოცნება და სურვილი.

როგორც გაირკვა, 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, არნოლდ სტეფანიანმა შეკრიბა თავისი თანამოაზრეები, სომხური დროშებითა და პლაკატებით და სომეხ მოსახლეობას მოუწოდა, ჯავახეთის ავტონომია მოეთხოვათ საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან.

რათა ნებისმიერ სომეხს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობენ, მიუხედავად სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის ქონისა, შეეძლონ მიიღონ არა მარტო ბინადრობის უფლება საქართველოში, არამედ საქართველოს მოქალაქეობაც.

Maverick ჰოდა, ავდგეთ და ავუხდინოთ ოცნება სტეფანიანს. კერძოდ, შევიერთოთ მთლიანად სომხეთი, ისედაც ამბობენ ურარტუელები ვართო, ანუ პროტოქათველებიო, ოცნებაც აუხდებათ იცხოვრებენ გაერთიანებულ საქართველოშო...
5 წლის უკან