დიმიტრი ბიკოვი ამბობს რომ მოწამლეს

დიმიტრი ბიკოვი ამბობს რომ მოწამლეს

მწერალი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი ამბობს, რომ ის მოწამლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში განაცხადა.

„დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი მოწამლვის მიზეზი საავადმყოფოში არ დაუდგენიათ“, - განაცხადა ბიკოვმა. ჟურნალისტის თქმით, თვითმფრინავში ის მოწამლვის გამო შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

ბიკოვი აღნიშნავს, რომ მას დიაბეტი და ჰიპერტონია, ასევე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ მისწრაფება არ ჰქონია.

დიმიტრი ბიკოვი კომაში 17 აპრილს ჩავარდა.  მწერალი ერთ-ერთ კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა.

დიმიტრი ბიკოვი 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული.