საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შენგენის ზონით უკმაყოფილოა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ღია საზღვრების პოლიტიკა ვეღარ მუშაობს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.