ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აშშ დაადანაშაულა იმაში, რომ ის „არაკეთილსინდისიერად“ მოიქცა ჰანოიში სამიტის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიმ ჩენ ინის თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა მთლიანად დამოკიდებულია ვაშინგტონზე. ამის შესახებ განცხადებები კიმ ჩენ ინმა ვლადივოსტოკში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გააკეთა.
გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინმა პუტინი გააფრთხილა, რომ „შეიძლება დაუბრუნდეს პირველ მდგომარეობას, რადგან აშშ-მა ცალმხრივი და არაკეთილსინდისიერი პოზიცია დაიჭირა წინა მოლაპარაკებებზე“.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.