უკრაინის უმაღლესმა რადამ ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „112-უკრაინა“ ავრცელებს.
კანონის მიღების გამო, პარლამენტის წინ პარალელურად აქცია იმართებოდა.
კანონის მიხედვით, უკრაინული ენა ხდება ერთადერთი სახელმწიფო ენა. ენას უნდა ფლობდეს უკრაინის თითოეული მოქალაქე, მასზე უნდა საუბრობდეს ყველა ჩინოსანი და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა ხელმძღვანელი. ასევე უკრაინულად უნდა ლაპარაკობდნენ ექიმები, ადვოკატები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, მოსამართლეები და სხვები.
უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევში მას ხელს მოაწერს.
2012 წელს უკრაინაში ენის შესახებ პოლიტიკის კანონი მიიღეს, რომელიც რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენების საშუალებას იძლეოდა. 2014 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმაღლესმა რადამ გააუქმა კანონი, მაგრამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ამას ხელი არ მოაწერა. კანონმა ძალა 2018 წელს დაკარგა, როდესაც ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.