ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტის მთავრობამ ქვეყანაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ამაღამ ამოქმედდება. როგორც Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ მუსტაფა მადბულიმ განაცხადა.

ამასთან, სინის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორს ესაზღვრება, კომენდანტის საათი დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი უცნობია.

მანამდე მთავრობამ ისლამისტ მებრძოლებთან ბრძოლის ფარგლებში სინის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.