რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საპრეზიდენო არჩევნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის შედეგები პოროშენკოს პოლიტიკას დაუკავშირა.
„რა არის აქ შესაფასებელი? ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი", - განაცხადა პუტინმა.
21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.