უკრაინის პრემიერი საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალებით ჩაერთვება

უკრაინის პრემიერი საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალებით ჩაერთვება

უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი აცხადებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიით არ აპირებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, ის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვება ახალი პოლიტიკური ძალებით.

"ცხადია, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს კარგი რეპუტაციით, ადამიანებს, ვინც არამარტო ლაპარაკობს, არამედ რეალური საქმის კეთებაც შეუძლია“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

გროისმანი 2014 წელს გახდა პარლამენტის წევრი პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სიით. 2014 წლის ნოემბერში ის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2016 წლის აპრილიდან კი პრემიერმინისტრის პოსტი უკავია.

ის, სავარაუდოდ, დარჩება მთავრობის ხელმძღვანელად ოქტომბრის არჩევნებამდე.