„გასაბერ ტრამპს“ ლონდონში ისევ გაუშვებენ

„გასაბერ ტრამპს“ ლონდონში ისევ გაუშვებენ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ადგილობრივი აქტივისტები ჰაერში დონალდ ტრამპის ფორმის გიგანტურ ბუშტს ისევ გაუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს.

„პატარა ტრამპი ისევ გაფრინდება. ამჯერად ხუთჯერ უფრო დიდი ბუშტის გაშვება იგეგმება, თუმცა ამას დიდი თანხა - 70 ათასამდე გირვანქა სჭირდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლეო მიურეიმ, რომელიც საპროტესტო აქციებში შარშანაც მონაწილეობდა.

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა დედოფალ ელისაბედ მეორის მიწვევა მიიღეს და გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.