ესპანეთში საზღვარზე კედლის აშენება სურთ

ესპანეთში საზღვარზე კედლის აშენება სურთ

ესპანური ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი მიგრანტების შესაჩერებლად ესპანეთის საზღვარზე კედლის აშენებას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Local წერს.

აბასკალის თქმით, ესპანეთის აფრიკული ანკლავების საზღვრებზე „გადაულახავი კედლები უნდა აშენდეს, რათა არალეგალი მიგრანტების ნაკადი შეწყდეს“ და ამის საფასური მაროკომ უნდა გადაიხადოს.

პოლიტიკოსის მტკიცებით, საზღვარზე მიგრანტების ნაკადებს მაროკო აგზავნის, ამიტომ რაბატმა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ორი ესპანური ანკლავის - სეუტისა და მელილიას საზღვარზე კედლების მშენებლობა უნდა დააფინანსონ, კედლის აშენებამდე კი მადრიდმა საზღვრის პატრულირებისთვის ჯარები უნდა გაგზავნოს.

გამოკითხვების მიხედვით, 28 აპრილს გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია Vოხ-ი მეოთხე ადგილს დაიკავებს და ხმათა 11,4%-ით 30-32 მანდატს მიიღებს და, შესაძლოა გახდეს პირველი ულტრამემარჯვენე პარტია ესპანეთის პარლამენტში 1978 წლიდან, როდესაც ქვეყანაში ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურა დაამხეს.