საქართველოს რკინიგზის» ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად გახდება ახალი ხელისუფლების დაინტერესების საგანი. ამ სახელმწიფო კომპანიის მიმართ მუდმივად ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი (უფრო მეტად უარყოფითი) ინფორმაციები.სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ თეთრი და შავი მალე გაირკვევა.
სააქციო საზოგადოება «საქართველოს რკინიგზა» თავის ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაციას ავრცელებს. იქ ნათქვამია, რომ რკინიგზა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.კომპანია დოტაციების გარეშე მუშაობს, გამომუშავებულ მოგებას კი,შემდგომი ინფრასტრუქტურული ზრდისა და აქციონერისათვის დივიდენდების გადასახდელად იყენებს.
«საქართველოს რკინიგზაში» ამტკიცებენ, რომ ის ყველაზე მეტად ჰგავს ჩრდილო ამერიკულ რკინიგზებს, მაგრამ მომგებიანობის მიხედვით სს «საქართველოს რკინიგზა» მსოფლიო ლიდერია და ამ მაჩვენებლით უსწრებს როგორც პოსტ-საბჭოურ რკინიგზებს, ასევე ამერიკულ რკინიგზებს, რომ არაფერი ვთქვათ ევროპულ ანალოგიურ კომპანიებზე.
რკინიგზაში შედარებაც მოჰყავთ: 2011 წელს ყაზახეთისრკინიგზის EBITDA (მოგება ცვეთა-ამორტიზაციამდე, საპროცენტო ხარჯამდე და მოგების გადასახადამდე) მარჟამ შეადგინა 42%,რუსეთის რკინიგზის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 33%, ამერიკული და ავსტრალიური რკინიგზების იგივე მაჩვენებლები უკანასკნელი მონაცემებით შეადგენს 30%-48%-ს, «საქართველოს რკინიგზისა» კი- 54,6%-ს.
«2010 სს «საქართველოს რკინიგზა» ცნობილი გახდა საერთაშორისოსაინვესტიციო საზოგადოებისთვის. კომპანიამ წარმატებით განათავსა ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე», - ნათქვამია »საქართველოს რკინიგზის» ინფორმაციაში.
ექსპერტებს და სპეციალისტებს ამ ინფორმაციებისა არ სჯერათ.ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოება «საქართველოს რკინიგზამ» დაახლოებით 17-მილიონიანი დოლარის დახარჯვის სანაცვლოდ, მხოლოდ 6 000 ლარის მოგება ნახა.
იგი რკინიგზის ფინანსურ მაჩვენებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება ძალიან სასაცილო და სამარცხვინოა.
«ეს ფაქტები ძალიან სასაცილოა. ბუნებრივია, რკინიგზა უნდა იყოს მომგებიანი და სწორად განკარგავდეს თავის რესურსებს, მაგრამ სისულელეში - სადგურის მოედნიდან აეროპორტამდე რკინიგზისმიყვანაში 17 მილიონ დოლარს რომ გადაიხდი (სადაც ცოცხალი ადამიანი არ ჯდება) და შემოსავალი მხოლოდ 6 000 ლარი გაქვს, ჩუმად მაინც უნდა იყო. ესინი კი სამარცხვინო განცხადებებზე არიან გადასულნი.
რომელ მომგებიანობასა და ეფექტურობაზეა ლაპარაკი? ერთი კაცის კაპრიზი დაჯდა 17 მილიონი დოლარი და შემოსავალი 6 000ლარი შემოვიდა. ახლა მიმტკიცებენ, რომ ეფექტურები და მომგებიანები არიან?» - აღნიშნა გიორგი ხუხაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხანში რკინიგზასთან დაკავშირებით ბევრი «უარესი ფაქტი დაიდება». ექსპერტი რკინიგზის ხელმძღვანელებს ურჩევს, აკეთონ თავიანთი საქმე, სანამ დრო დარჩენიათ. «მალე სერიოზული საუბარი იქნება რკინიგზაზე. მასზე მეტის თქმა დღეს არ მინდა. ვრცლად მალე ვილაპარაკებ», - აღნიშნა სააგენტო «მედიანისუთან» საუბრისას ხუხაშვილმა.
ანალოგიურად ფიქრობენ საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციაში.მათი ინფორმაციით, 2004 წლამდე სარკინიგზო საწარმო ძნელად,მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, ხოლო მას შემდეგ რკინიგზის არსებული მდგომარეობა დაპირებული წინსვლის ნაცვლად, გაუარესებისკენ წავიდა. კერძოდ, შეჩერდა ხელფასების მატება მაშინ, როცა რკინიგზაზე ამის საშუალებები არსებობს, გაუქმდა რკინიგზელის პროფესიული დღე, პრემირების სისტემა, მათ შორის,მე-13 ხელფასი და ა. შ.
«მოკლედ, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როცა მთელი ძალისხმევა ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ უნდაიყოს მიმართული, რკინიგზაზე პირიქით ხდება. ერთეულები,მაღალჩინოსნების რანგში მაღალი ხელფასებისა და სხვადასხვა მაქინაციების მეშვეობით ფუფუნებას არ იკლებენ, ხოლო ათასობით რკინიგზელი მწირი ხელფასების გამო სიღატაკეში ცხოვრობს.
ამ დროს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და საარსებო საშუალებების გარეშე ტოვებენ მცოდნე და გამოცდილ სპეციალისტებს. ნათელია, რომ აღნიშნული გამოწვეულია მაღალჩინოსანთა კერძო ინტერესებით, რასაც თან ახლავს სპეციფიური სარკინიგზო სისტემის მართვის უცოდინარობა, რის გამო რკინიგზა ფინანსურ კრიზისშია»,აცხადებენ რკინიგზელთა ასოციაციაში.
სხვათა შორის, 10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზის დაარსებიდან 140 წელი შესრულდა.