ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ სამარიში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ, სულ მცირე, 11 ადამიანი იმსხვერპლა.