ზელენსკის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით ხალხის აზრი აინტერესებს

ზელენსკის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით ხალხის აზრი აინტერესებს

"მხარს უჭერთ თუ არა უმაღლესი რადის დათხოვნას?" ამ კითხვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოსახლეობას დღეს Fაცებოოკ-ის გვერდიდან მიმართა.

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. მანამდე ტიმოშენკომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა 72%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი 24%-მა დაუჭირა.

არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოროშენკო პოზიციების გამყარებას უმაღლეს რადაში შეეცდება და არ გამორიცხავენ, ზელენსკიმ პარლამენტი დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.