პანკისის მოსახლეობა გახარიას ულტიმატუმს უყენებს

პანკისის მოსახლეობა გახარიას ულტიმატუმს უყენებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების – „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა.

„მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჰესები აღარ აშენდება. მისი თქმით, ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა – ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია.

„ბატონმა მინისტრმა, ამით დახურა ეს საკითხი იმიტომ, რომ 90% ხეობაში ჰესის მშენებლობის მომხრე არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. განვითარებული პროცესების შემდეგ ჰესების მშენებლობის მომხრეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება. რა თქმა უნდა, ვიზიარებ და ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური წინსვლის წყაროა ელექტროენერგია და თუკი სახელმწიფო ელექტროფიკაციის გზას დაადგა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვიყოთ და ენერგია არ ვიყიდოთ, თუნდაც მტრული სახელმწიფოსგან, თავისთავად ცხადია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

ჰესების მშენებლობის საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა გამოძიება დაიწყო სოფელ ბირკიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა, ვინც დაარღვია კანონი, დაისჯება. თუმცა გიორგი გახარიას უწყებას ულტიმატუმს უყუნებს პანკისის მოსახლეობა. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს პასუხისგებაში მისცემენ, იგივე ან უარესი მოხდება.

„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს? გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი“, – აცხადებენ ადგილობრივები.

პანკისის ხეობაში განვითრებული მოვლენები დასტურია იმისა, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუმცა ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე ამბობს, რომ ეს მარტო საქართველოში არ ხდება და თავის დროზე ასე იყო ნორვეგიაშიც, სადაც მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი ხანი დასჭირდათ იმისთვის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეეცვალათ ჰესების მშენებლობის მიმართ.

„დღეს ნორვეგიის 97% ენერგიისა დგას ჰიდროელექტროსადგურებზე. საქართველოში ჩვენ ერთადერთი რესურსი გვაქვს ჰიდროენერგია და მისი არგამოყენება არაფრით შეიძლება. საჭიროა ლაპარაკია იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს და არა იმაზე, როგორ არ გავაკეთოთ. არავინ ამბობს იმას, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ უნდა გადაწყდეს, თუ ის არსებობს, არავინ ამბობს იმას, რომ მოსახლეობის ინტერესები არ უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ძალიან გეგმაზომიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა არის გადაწყვეტადი და საქართველოს მომავალი არის ჰიდროენერგეტიკა.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში მიმდინარე „ხადორი 3–ის“ ჰესის მშენებლობას, ეს არის 5–მეგავატიანი ჰესი, რომელიც არის დაახლოებით 20 მილიონი კილოვატ/საათი. ეს მთლიან მოხმარებაში ბევრს არაფერს წარმოადგენს ცალკე აღებულ ჰესად. მაგრამ თუ გვექნება ბევრი მცირე ჰესი, ასევე, დიდი ჰესები, ჩვენ შეგვიძლია ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა ცინცაძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ კომიტეტი აუცილებლად დაინტერესდება და მოიძიებს დამატებით ინფორმაციას, რამდენად საკმარისი იყო კომუნიკაცია, რომ მსგავსი რამის თავიდან აცილება მომხდარიყო.

„ფაქტი ერთია, მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ აგრესიული პოზიცია დაფიქსირდა, რაც ძალადობაში გადაიზარდა. ეს აჩენს კითხვას, რამდენად იყო საკმარისი კომუნიკაციის თუნდაც ერთი წელი, რომ მსგავსი ფაქტი არ დამდგარიყო. ფაქტი ერთია, ქვეყანა იბრძვის, რომ ენერგოდამოუკიდებელი იყოს და არ ვიყოთ დამოკიდებული განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებზე.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება. რასაც აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას ისაა, თუ რამდენად სრულფასოვნად და ხარისხიანად არის შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კითხვები აქვს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით – „მე არ მომწონს“, „ეს არ უნდა განხორციელდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო“, ასე სახელმწიფო წინ ვერასდროს წავა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროტესტის არასწორი ფორმით გამოხატვას, რამაც საბოლოო ჯამში, სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა გამოიწვია.

„თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისგან და შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამას სჭირდება გამოძიება და დადგენა, რას რა მოჰყვა. თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო მათ შორის გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მე თუ რამე არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ქვა უნდა გესროლოთ. არსებობს გონიერების ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ შს მინისტრს. გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის საათი დაგეგმილია, „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა გახარიას პარლამენტში მისვლა.

„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე. არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიასგან ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოლოდინი აქვს ვიცე–სპიკერს. გია ვოლსკის განმარტებით, საქმის ვითარებაში გარკვევისთვის გახარია პარლამენტში მივა და ფიქრობს, რომ საინტერესო განხილვა იქნება.

„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თავიდან სულ 20 კაცი იყო შესული პანკისში და სპეცრაზმი არ მონაწილეობდა. შემდეგ, როცა აგრესია იყო თვალნათელი, მერე შევიდა სპეცრაზმი. მე მაინც ვფიქრობ, რომ დიპლომატიური რესურსი ამოწურული არ არის და მეტი კომუნიკაციაა საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, გაუაზრებლობის, არათანმიმდევრულობის, უძალობისა და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე შს და ეკონომიკის მინისტრები უნდა გამოცხადნენ და მარტივ კითხვებზე გასცენ პასუხები, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული და პროცესი ასე რატომ დაგეგმეს.

„აუცილებელი იყო, ადგილი ასეთ შეტაკებას ჰქონოდა, რომ თავისი პოზიცია გადაეფიქრებინათ? რამხელა უპასუხისმგებლობაა ჯერ ასეთი მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ყველაზე სახიფათო კომბინაცია – უძალობისა და უსამართლობის ამ ძალიან სახიფათო რეგიონშია და ორივეს დემონსტრირება გუშინ ხელისუფლების მიერ მოხდა. რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია, ვაფრთხილებთ, რომ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით.

ხელისუფლება დემონსტრირებას ახდენს, რომ თანმიმდევრობა არ აქვს არც ჰესების საკითხში მაშინ, როცა ჰესების წინააღმდეგ კამპანიაში პიონერები იყვნენ. ეს რეგიონი მიტოვებულია და ხელისუფლება, როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია ვერ და არ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ რეგიონში განცდა აქვთ, რომ ხელისუფლება თან სუსტია და თან უსამართლო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რაც პანკისში მოხდა, ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა, რაშიც საკუთარი წვლილი მაჩალიკაშვილის დღემდე გამოუძიებელმა მკვლელობამ შეიტანა.

„პანკისის ხეობაში გუშინ ვიხილეთ, რომ ერთის მხრივ დაშავდნენ სამართალდამცველები და მეორეს მხრივ მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობა ვერ გაგრძელდება, ამიტომ, ჩემთვის საინტერესოა და ამ შეკითხვის დასმას ვაპირებ დღეს, კონკრეტულად რა ამოცანას ისახავდა ხელისუფლება გუშინდელი სპეცოპერაციის დაგეგმვის დროს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სოციალისტი "რაც შეეხება პანკისის ხეობაში მიმდინარე „ხადორი 3–ის“ ჰესის მშენებლობას, ეს არის 5–მეგავატიანი ჰესი, რომელიც არის დაახლოებით 20 მილიონი კილოვატ/საათი. ეს მთლიან მოხმარებაში ბევრს არაფერს წარმოადგენს ცალკე აღებულ ჰესად. მაგრამ თუ გვექნება ბევრი მცირე ჰესი, ასევე, დიდი ჰესები, ჩვენ შეგვიძლია ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა ცინცაძემ.

ვერ გავიგე, 20 მილიონი კილოვატ საათი რატომაა - "ბევრს არაფერს წარმოადგენს" ?? ეს არის იმ 100 000 (ასი ათასი) ოჯახის (300-400 ათასი ადამიანის) ყოველთვიური მოხმარება, ვინც თვეში 200 კილოვატ საათამდე ხარჯავს. 100 000 ოჯახის დაკმაყოფილება ელექტრო ენერგიით არაფერი არაა???!!! ვიღაც ჭკუანაღრძობ გაუთვითცნობიერებელ, უპასუხისმგებლო ან სულაც უარესი, მტრის სამსახურში მყოფი ხალხის ჭკუაზე რატომ უნდა იაროს სახელმწიფომ?? აი გაუვიდათ და ახლა აშკარად იმუქრებიან, რომ დამნაშავეებს თუ დასჯით ომს გამოგიცხადებთო! იქნება უკვე ჯიხადის გამოცხადებასაც გვიპირებენ?!
5 წლის უკან
სოციალისტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რაც პანკისში მოხდა, ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა, რაშიც საკუთარი წვლილი მაჩალიკაშვილის დღემდე გამოუძიებელმა მკვლელობამ შეიტანა.
დასაჯეთ ეს ბოკერია და სამადაშვილი. შემოაკვდა სპეცნაზს ის უბედური, შეიძლება არც თუ ისე დიდად საშიში, მაგრამ მაინც საერთაშორისო ტერორისტებთან ურთიერთობაში შემჩნეული ტამირლან მაჩალიკაშვილი. ახლა რა ვქნათ, სახელმწიფო როგორ მოიქცეს, დავშალოთ საქართველოს სახელმწიფო?! რა არის გამოსაძიებელი, ბიჭი მკვდარია! კონკრეტულად რომელმა სპეცნაზელმა გაისროლა ამას ვინ იტყვის, მაშინ ხომ დაიშალა საერთოდ სპეცნაზი?! ამაზე ადვილი არ არის სამადაშვილი, ბოკერია, და ძმანნი მათნი მკაცრად დაისაჯნონ გაუთავებელი, სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული , უპასუხისმგებლო ყრანტალის გამო?!
5 წლის უკან
hgf ნაცები სისხლის ტბორებს დააყენებდნენ და ესენი ლაყბობენ ეხლა რაღაც-რაღაცეებზე, სახელმწიფოსა და ქვეყნის მტრები არიან აბა ვინ არიან!!!
5 წლის უკან
hgf ნაცები და მათი ანასხლეტები არიან არა ოპოზიციაში მდგომი პოლიტიკური ძალა, არამედ ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოს დესტრუქციული, მტრული ძალა და თუ ისინი არ მოიკვეთნენ ჩვენი სამშობლოდან ჩვენი საშველი არ იქნება!!!
5 წლის უკან
Serapina ნაცები, ჩემსავით არავის გეზიზღებათ ალბათ...
11კაცი რომ მოკლა ხუშტურამ, მათ შორის ერთი ექიმი, (რომელსაც სპეცნაზელმა გამიზნულად ესროლა),ეს ვითომ არ ვიცოდეთ... ახლა,ამ ზნედაცემული მიშას მონების ღნავილს კიდევ აიტანდა კაცი...რომ არა ერთი უვიცობა!
ერთი კვირაა მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გვქონდაო... უკვე ზედმეტად კეკლუცობს, უხერხულობაში ჩავარდნილი გახარია კამერების წინ, ერთადერთი ნორმალური მინისტრი...
იმ შეხვედრების ოქმები,მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი, რატომ არ ჰქონდათ რომ შუბლზე აეფარებინათ?!
ერთი ფურცელი იყო საჭირო იმისათვის რომ ხელისუფლება იურიდიულად მართალი ყოფილიყო,ყველას წინაშე!!!
... და ეს,ერთი ფურცელი არ აღმოაჩნდათ!
სერიოზულად მაინტერესებს, ვინმე უჩალიჩებთ და ვერ ხვდებიან,სანამ ბოლომდე არ ამოყირავდებიან... თუ შეგნებულად დადიან, მიშას ნაკვალევზე?!
5 წლის უკან
Serapina თორემ მე, მაგ ჰესებზე რასაც ვფიქრობ, დავწერე ბევრჯერ.
არასამთავროებმა დაიწყეს აგიტაციაო...
ასო-ებიც თუ გიგებს და გლეხიც, რისი ხელისუფლება ხარ მაშინ?!
5 წლის უკან
Maverick დაიკო, სერაპინა, აქ გახარია არაფერ შუაშია, შუასია ამ მოლაპარაკების წარმმართველი მხარე, რომელმაც დაამტკიცა მისი უსუსურობა და უვიცობა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს დგება ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი, რომლის არსებობის შესახებ მოლაპარაკების მწარმოებელი საერთოდ გაგებაში არ არის...
ამ საკითხში ნაცბოზბანდა 100 ქულით წინ უსწრებს ქოცებს... მათ მიერ შექმნილი 24 საათიანი მორიგე ნოტარიუსებით და მოსამართლეებით; ხოლო დღეს იმიტომ ხტებიან უკაცრავად, ნიფხვებიდან, რომ ისევ ამ ჩვენმა უტვინო ხელისუფლებამ, რისთვისაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ ჩვენი შეკვეთა საჯდომის ქვეშ ამოიდო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
5 წლის უკან