ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და ევროპარლამენტის დელეგაციამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იყო და თავისუფალ გარემოში ჩატარდა"-ნათქვამია ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, ასევე შესამჩვენევად გაუმჯობესებულია ხმის დათვლის პროცედურა არჩევნების პირველ ტურთან შედარებით.
თავის მხრივ, ევროპარლამენტში აცახდებენ, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ. ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის რებეკა ჰარმსის თქმით, სამწუხაროა, რომ არჩევნები ბევრმა უკრაინელმა ვერ მიიღო მონაწილეობა. მიზეზად კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.
უკრაინაში ამ დროისთვის ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. უკრაინის ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.17 % (12 245 777 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,50% (4 100 084 ხმა) მიიღო.
ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.
რაც შეეხება რუსეთს, ზელენსკის გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს.