ფრანგმა მეზღვაურებმა ინდოეთის ოკეანეში გემბანზე ნოტრ-დამი გამოსახეს

ფრანგმა მეზღვაურებმა ინდოეთის ოკეანეში გემბანზე ნოტრ-დამი გამოსახეს

საფრანგეთის საზღვაო ფლოტმა ინდოეთის ოკეანეში გემბანზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გამოსახა. ამის ამსახველი ფოტოები Twitter-ზე გავრცელდა. აღნიშნული ჟესტით მეზღვაურებმა ნოტრ-დამის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა განადგურდა.

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ფარდულს და ორ მთავარ კოშკს. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო მონაცემებით $1 მიალიარდ აშშ დოლარამდე თანხა შეგროვდა.