საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და ტექნიკის შეიყვანას გეგმავს

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და ტექნიკის შეიყვანას გეგმავს

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და 25 ერთეულ ტექნიკას გზავნის. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩოზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთში გადაგზავნილი იქნება 5 ტანკი Leclerc -ი და 20 სახმელეთო სამხედრო მანქანა. საფრანგეთის სამხედრო ძალები ქალაქ ტაპაში განლაგდებიან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული.

დივიზიის შემადგენლობაში საფრანგეთის არმიის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან. ასევე ფრანგულ-გერმანული ლეგიონის წარმომადგენლები. სამხედროების გადაგზავნა NATO-ს მისიის ფარგლებში ხდება, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ალიანსის სამხედრო ძალების გაძლიერებას გულისხმობს. 

18 აპრილს მოსკოვში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.