ლიბიის ხელისუფლებამ ეროვნული არმიის ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფტარის დაკავების განკარგულება გასცა. მას დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ლიბიელი ამბოხებული არმიის გენერლის, ხალიფა ჰაფტარის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შემდეგ 561 ადამიანი დაიჭრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს კონფლიქტის ზონაში დამატებითი თანამშრომლები მიავლინოს და სამედიცინო დახმარების არეალი გააფართოოს.
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღეა განახლდა. ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ჯარს, ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.