კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს დღეს უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.