მალის პრემიერმინისტრი და მთელი მთავრობა გადადგა. მიზეზი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და ეთნიკურ ნიადაგზე გახშირებული მკვლელობებია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეს ეთნიკურ ნიადაგზე მალიში რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ განმარტა, რომ პრემიერმინისტრისა და მინისტრების თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.
2012 წლის შემდეგ, მალიში მშვიდობიან მოქალაქეებს „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული ექსტრემისტები ესხმიან თავს. მთავრობამ დაჯგუფების წევრების შეჩერება ვერ მოახერხა. ჯიჰადისტები მალის ტერიტორიის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებენ.