რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა

რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა

რუსეთმა უკრაინაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

გარდა ამისა, უკრაინის „არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალული უკრაინული საქონლის სახეობების სია გააფართოვა.

მედვედევის განცხადებით, ეს აკრძალვა უკრაინის მანქანათმშენებლობის, მსუბუქი მრეწველობისა და ლითონდამუშავების სფეროს შეეხება.

10 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციები გააფართოვა, რომელიც რუსეთიდან ხორცის, თევზის, რძის, პურპროდუქტების, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა საქონლის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამის პასუხად რუსეთმა უკრაინიდან ხორცის, რძის, თევზის, ბოსტნეულის, ხილის, თხილის და სხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა.