„შეუძლებელია, ხელოვანი ადამიანი დაიმორჩილო, საბოლოოდ ხელოვანი აუცილებლად აგიბუნტდება“

„შეუძლებელია, ხელოვანი ადამიანი დაიმორჩილო, საბოლოოდ ხელოვანი აუცილებლად აგიბუნტდება“

ხელისუფლება „საზოგადოების გამოთაყვანებას“ ებრძვის და ამ მიზნით ქართული ფილმებისა და ისტორიული სერიალების გადაღებას იწყებს, რამაც თურქული მდარე სერიალები უნდა ჩაანაცვლოს. ბიძინა ივანიშვილის დაპირებისამებრ, ამ მისიას ფონდი „ქართუ“ აიღებს საკუთარ თავზე. ივანიშვილის ამ იდეამ პროდიუსერების, ხელოვნებათმცოდნეების და პოლიტიკოსების ნაწილი კრიტიკულად განაწყო.

„ტვინის გამორეცხვის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს სერიალების გადაღებით“, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

„სერიალები „გადაარჩენს“ საქართველოს“, - მიიჩნევს რომან გოცირიძე და მოუწოდებს ხელისუფლებას, ისტორიულ აჩრდილებს შეეშვას და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე იფიქროს.

ოპოზიციონერთა კრიტიკის მიუხედავად, მმართველ გუნდში სერიალების გადაღებაზე სერიოზულად ფიქრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გარკვეული სერიალების გადაღება უნდა დაუკვეთონ, რადგან აუცილებელია აღვადგინოთ ემოციური კავშირი ჩვენს წარსულთან. ჩვენი წარსული, ისტორია, კლასიკური ლიტერატურა უნდა გარდაიქმნას კინოფილმებად, სერიალებად, თუნდაც ისე, როგორც BBC-ის აქვს გადაღებული შექსპირის მთელი ქრონიკები.

„ცოტა ხნის წინ პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნა და კარგი იქნებოდა, 4-სერიანი ფილმი მაინც ყოფილიყო პარლამენტიდან შეკვეთილი 1918-21 წლების ქრონიკაზე“,-მიიჩნევს ნუკრი ქანთარია.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილს დაკვეთით გადაღებულ სერიალებთან მიმართებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს. კინომცოდნე მიიჩნევს, რომ ეს ძალზე ნაცნობი სიტუაციაა, რაც ჯერ კიდევ საბჭოური გამოცდილებიდან გვახსოვს, როცა დაკვეთით იღებდნენ პროპაგანდისტულ ფილმებს. ეს გამოცდილი ხერხია და იმ პერიოდში სავალდებულო იყო ჯერ მარქსის, მერე ლენინის, მერე სტალინის, მერე ბრეჟნევის ციტირება, ყოველ გამოსვლაში, ყოველ პატარა სტატიაში ციტირებდნენ მათ ნათქვამებს. ცხადია, დღესაც მთელი „ქართული ოცნების“ პარტაქტივი დარაზმულია და იმეორებს ბიძინას ნათქვამს ქართული სერიალების გადაღების თაობაზე.

„დღესაც თურმე სხვადასხვა საბიუჯეტი ორგანიზაციებმა უნდა დაუკვეთონ ფილმებისა და სერიალების გადაღება, რათა მოსახლეობაში ვითომც მაღალი იდეალები ჩანერგონ. ეს აბსურდია, ეს ჩვეულებრივი ბიზნესის დატერორება და ფულის შეწერვაა. რა მნიშვნელობა აქვს, კერძო სექტორს ავალებ ამას, თუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებიდან გადააკატავებ ფულს იმისთვის, რაც შენ გინდა. ახლა „ბი-ბი-სი“-ს სერიალებზე საუბრობენ, სინამდვილეში, ეს სერიალები თვითონ „ბი-ბი-სი“-ს სარედაქციო პოლიტიკის ნაყოფია და ხელისუფლება ამ საქმეში არანაირად არ ერევა. სხვათა შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბი-ბი-სი“-ს მოდელზე გადაკეთდა და საზოგადოებრივ არხს, წესით, გაწერილი აქვს მთელი რიგი პრიორიტეტები. კი ბატონო, განახორციელონ ეს იდეა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბიძინა ივანიშვილის მითითებით“, - აცხადებს თეო ხატიაშვილი For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება თურქული იაფფასიანი სერიალების ჩანაცვლებას, კინომცოდნე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გადაღებული სერიალი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს თურქულ სერიალს. მით უმეტეს, ჩვენ ვნახეთ, როგორ იმუშავა „ჰეროკრატიამ“, რასაც, ალბათ, მხოლოდ ამ ფილმის რეჟისორის ოჯახის წევრები თუ უყურებენ.

თეო ხატიაშვილის თქმით, არავინ იცის, რეალურად რამდენად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ძველი ისტორიული წარსულის სერიალებად გადაღება, მაგრამ შესაძლოა, ამ სერიალებსა და ფილმებსაც ისეთივე ფინალი ჰქონდეს, როგორც რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლს „ბედი ქართლისას“.

„მართალია, ეს სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ რამდენიმე თეატრმცოდნის რეცენზია წავიკითხე და მოლოდინი რაც ჰქონდათ სტურუაზე, არ გამართლდა. დღეს ქართველმა ხალხმა იგრძნო, როგორ შეიძლება ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ თავისუფლად ცხოვრება, ამიტომ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ, რაც არ უნდა ყურმოჭრილი ყმა გყავდეს, შეუძლებელია, ხელოვანი ადამიანი დაიმორჩილო. საბოლოოდ ხელოვანი აუცილებლად აგიბუნტდება. ამიტომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ეს განწირული ადამიანის ქმედებად მიმაჩნია“.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას აინტერესებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სერიალების გადაღება რატომ უნდა დაუკვეთონ? ამ გაღლეტილ ქვეყანაში ჩვენი საბიუჯეტო სახსრები ხომ არ უნდა წავიდეს აგიტაციაზე? სერიალებზე?

„გასაგებია, ვიღაც პატივს სცემს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ასე ბრმად არ უნდა გაიმეორონ ყველაფერი. კი ბატონო, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ემოციური კავშირი წარსულთან, მაგრამ ერთია ისტორიული ფილმი და მეორეა ფილმების შენეული ინტერპრეტაციით გადაღება. მაგალითად, დღევანდელობის შესახებ თავისებური წარმოდგენა აქვს ნუკრი ქანთარიას, სხვას სრულიად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს. მე არ ვლაპარაკობ პოზიციის, ოპოზიციის, ან მესამე ძალის პოზიციებიდან, უბრალოდ, ისტორია არ უნდა იწერებოდეს პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე, პარტიული სუნი არ უნდა ასდიოდეს ისტორიას. ამისთვის უნდა გამოცხადდეს კონკურსი. თანაც, საინტერესოა, რომელ წარსულზეა ლაპარაკი, ჩვენ ვნახეთ ხაინდრავას მიერ გადაღებული „ჰეროკრატია“, რომელზეც უზარმაზარი ფული დაიხარჯა. კი ბატონო, ეს ბატონი ბიძინას კერძო ფული იყო, მაგრამ „ჰეროკრატია“ ყველაფერია ხელოვნების გარდა. ფილმს უნდა ჰქონდეს მხატვრული ღირებულება, ვინ იძლევა ამის გარანტიას? ვინ და რა პოზიციებიდან გადაიღებს ფილმებს? ვინ იქნება რეჟისორი? თუ იქნება ნიჭიერი რეჟისორი, როგორ შეიძლება, მის ხედვაში ჩაერიო და შენი დაკვეთა მისცე? ხელოვანი ხელოვანია, ისტორიკოსი ისტორიკოსია. ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს ისტორიას“, - აცხადებს გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ პრინციპულად ეწინააღმდეგება აგიტაციური ფილმების გადაღებას, განურჩევლად იმისა, სწორი იდეის აგიტაცია ხდება, თუ მცდარის.

რაც შეეხება პირველი რესპუბლიკის შესახებ ფილმის გადაღებას, ანუ 1918-21 წლების ქრონიკას, ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ აქ მთავარი სიტყვა უნდა თქვან ისტორიკოსებმა და არა თანამედროვე პოლიტიკოსებმა. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს პარტიული პოზიცია. პირადად გოგი ხოშტარია პირველი რესპუბლიკის შესახებ ფილმის გადაღებას თუნდაც საკუთარი ოჯახის წარსულიდან გამომდინარე მიესალმება.

„მე ამის წინააღმდეგი როგორ ვიქნები, როცა პირველი რესპუბლიკის დროს მთელი ჩემი ნათესაობა მე-11 არმიას ებრძოდა. ჩემი ბაბუა, ბებიის ძმა, ბათუმშია დასაფლავებული, რადგან დაიღუპა იმ დროს, როცა მაზნიაშვილის რაზმი ბათუმს იღებდა, ჩემი ნათესაობიდან ყველანი მე-11 არმიას ებრძოდნენ. ამიტომ ქაქუცაზე, ან 1924 წლის აჯანყებაზე ფილმების გადაღების წინააღმდეგი როგორ ვიქნები?! პირიქით, საინტერესოა ამ ყველაფრის ანალიზი, შეცდომებისა და სისწორის გააანალიზება, მაზნიაშვილის, კვინიკაძის შესახებ ისტორიები უნდა გაშუქდეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ არაპარტიული მიდგომით“.

Maverick ძალიან კარგი იდეაა და მისასალმებელია!

ფილმები, სერიალები საქართველოს ისტორიაზე, წარსულზე, გამოჩენილ და თავდადეულ ადამიანებზე თუ შეიქმნება ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ეროვნული იდეების გაღვივებას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას.

სასურველი იქნებოდა ნახატი ფილმების სერიალების შექმნა...

ნახეთ მულტიპლიკაციური საიტები, სადაც დაუფარავად მიმდინარეობს იმ ღირებულებების პროპაგანდა /კერძოდ, ადამიანობა, იგივე ჰუმანუობა, ოჯახი, დედაშვილობა, დედმამიშვილობა, ნათესაობა, მეგობრობა, ურთიერთგატანა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა, სიყვარული, სამშობლოსთვის თავდადება, მისთვის უანგარო მსახურება, დაცვა, ასაკოვანთა პატივისცემა, მოხუცებისადმი ზრუნვა ღვთისმოშიშობა, რელიგიურობა/, რომელიც „ლიბერალურმა“(უფრო სწორად, რეაქციულმა) ღირებულებებმა წაშალეს, დავიწყებას მიცეს (რაც ასევე, მათი სტანდარტებით დაფინანსებას არ ექვემდებარება/ და არარელევატურია /„ახალ“ ქართველთა ლექსიკონს დავესესხები/; ხოლო ლიბერტარიანულმა მიმდინარეობამ ამოშანთა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ე.წ. „ახალი“ ადამიანების, თანამედროვე ყვარყვარეების, „კომსომოლების“, ვარლამების, კიკუების, მიშამაგარიების, მეგისების, ახალაიების, ალისტრახოების, სოროსისტების, ასო-ების, ჩლუნგოშვილების მსგავსი პოლიტიკანების შეგნებიდან...

სწორედ ეს არ მოწონთ ამ ამებებს, აქილიკებენ, ებრძვიან, რადგან იციან ამ იდეების დასაწყისი, მათი არსებობას დასასრულია, მათ ყოფას უთხრის ძირს და ისტორიის მრავალფენოვან სანაგვეზე მოისვრის...
5 წლის უკან
გამი შთაბეჭდილება მძიმეა! რა შუაშია აგიტაცია და პროპაგანდა.... ამ "კინომცოდნე" ხატიაშვილმა საერთოდ დაგლიჯა. არ მეგონა პასტერნაკის დევნის შემდეგ. ასეთ რამეს კიდევ თუ მოვისმენდი: "არ წამიკითხავს/არ მინახავს/, მაგრამ ვგმობ!!!" ჯერ ნახე და შემდეგ შეაფასე, მაგრამ ეტყობა მხატვრული ნაწარმოების აღქმის უნარი არ გააჩნია და ტვინი კლიშეებით აქვს გამოტენილი.

ამ გორსალა ოქრუაშვილისეული ტვინის გამორეცხვა ჯარისკაცების დედის გინებაა! უფრო ამაღლებს პატრიოტულ თვითშეგნებას!
მარაზმატიკმა ხოშტარიამ ტვინი მ... ნა ჭკუის სწავლებით. ბოხხმიან გოგოს დაარიგოს ჭკუა!

მე არა მგონია არსებობდეს ვინმე პროდიუსერი და კინორეჟისორი, ვინც არ მოიწონებს ამ წამოწყებას. მთავარია ყველაფერი პროფესიულად და კომპეტენტურად აეწყოს და არა ისე, როგორც ეს კინოცენტრში ხდება; როცა საერთოდ გაუგებარია ვინ და რა კრიტერიუმებით აფასებენ პროექტებს.

რაც შეეხება " ჰეროკრატია" -- ეს ხაინდრავას უნიჭობის შედეგი და პროდუქტია. საერთოდ რატომ არის, ეს ყველა ხელისუფლების/ზვიდის გარდა/ ნახვრეტზე მორგებული "პროპკა" ნიჭიერი რეჟისორია, გაუგებარი, სატირალი სასაცილოაა! ხაინდრავა "დიდი რეჟისურა" ჰგონია კაცს რომ დასვამს კამერის წინ ერთი საათი ალაპარაკებს /"ფილმი" ჟვანიაზე/ და ქრონიკალური კადრებისგან შეწებებული რეპორტაჟი / "შუქურა"/.! 9 აპრილის კადრების 90% ვისი გადაღებულია ამაზე აღარაფერს ვიტყვი.
მთავარია ხაინდრავას, მაღლაფერიძის მსგავს ტიპაჟებს არ ჩაუვარდეს ეს პროექტი.
5 წლის უკან
გამი შთაბეჭდილება მძიმეა! რა შუაშია აგიტაცია და პროპაგანდა.... ამ "კინომცოდნე" ხატიაშვილმა საერთოდ დაგლიჯა. არ მეგონა პასტერნაკის დევნის შემდეგ. ასეთ რამეს კიდევ თუ მოვისმენდი: "არ წამიკითხავს/არ მინახავს/, მაგრამ ვგმობ!!!" ჯერ ნახე და შემდეგ შეაფასე, მაგრამ ეტყობა მხატვრული ნაწარმოების აღქმის უნარი არ გააჩნია და ტვინი კლიშეებით აქვს გამოტენილი.

ამ გორსალა ოქრუაშვილისეული ტვინის გამორეცხვა ჯარისკაცების დედის გინებაა! უფრო ამაღლებს პატრიოტულ თვითშეგნებას!
მარაზმატიკმა ხოშტარიამ ტვინი მ... ნა ჭკუის სწავლებით. ბოხხმიან გოგოს დაარიგოს ჭკუა!

მე არა მგონია არსებობდეს ვინმე პროდიუსერი და კინორეჟისორი, ვინც არ მოიწონებს ამ წამოწყებას. მთავარია ყველაფერი პროფესიულად და კომპეტენტურად აეწყოს და არა ისე, როგორც ეს კინოცენტრში ხდება; როცა საერთოდ გაუგებარია ვინ და რა კრიტერიუმებით აფასებენ პროექტებს.

რაც შეეხება " ჰეროკრატია" -- ეს ხაინდრავას უნიჭობის შედეგი და პროდუქტია. საერთოდ რატომ არის, ეს ყველა ხელისუფლების/ზვიდის გარდა/ ნახვრეტზე მორგებული "პროპკა" ნიჭიერი რეჟისორია, გაუგებარი, სატირალი სასაცილოაა! ხაინდრავა "დიდი რეჟისურა" ჰგონია კაცს რომ დასვამს კამერის წინ ერთი საათი ალაპარაკებს /"ფილმი" ჟვანიაზე/ და ქრონიკალური კადრებისგან შეწებებული რეპორტაჟი / "შუქურა"/.! 9 აპრილის კადრების 90% ვისი გადაღებულია ამაზე აღარაფერს ვიტყვი.
მთავარია ხაინდრავას, მაღლაფერიძის მსგავს ტიპაჟებს არ ჩაუვარდეს ეს პროექტი.
5 წლის უკან
გამი გასწორება: მთავარია ხაინდრავას, მაღლაფერიძის მსგავს ტიპაჟებს არ ჩაუვარდეს ხელში ეს პროექტი
5 წლის უკან