ტრამპმა ბაიდენს „მძინარე ჯო“ უწოდა, სენატორი ბერნი სანდერსი კი „შეშლილად“ მოიხსენია

ტრამპმა ბაიდენს „მძინარე ჯო“ უწოდა, სენატორი ბერნი სანდერსი კი „შეშლილად“ მოიხსენია

დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეებს ასახელებს. თეთრი სახლის ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან 2 ადამიანს გამოყოფს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის აზრით, მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებში, მისი ოპონენტები იქნებიან ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სენატორი ბერნი სანდერსი. ტრამპმა ყოფილ ვიცეპრეზიდენტს „მძინარე ჯო“ უწოდა, სენატორი ბერნი სანდერსი კი „შეშლილად“ მოიხსენია.

საყურადღებოა, რომ წინასაარჩევნო რბოლაში ბერნი სანდერსი დემოკრატების ლიდერია. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.