ინდოეთში, პაკისტანსა და ავღანეთში სტიქიის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, პაკისტანსა და ავღანეთში სტიქიის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, პაკისტანსა და ავღანეთში გადაუღებელ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა. მდინარეების ადიდების შედეგად, არსებული ინფორმაციით 77 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.

ინდოეთის ჩრდილოეთით, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში მეხის დაცემის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. მეზობელ პაკისტანში, წყალდიდობის შედეგად 39 ადამიანი მოკვდა, ათობით კი დაშავდა. სტიქიამ ზიანი მიაყენა ავღანეთის 34 პროვინციიდან 16 პროვინციას, სადაც სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანსა და ავღანეთში ასევე დაიტბორა ათობით სახლი.