უკრაინამ რუსეთში დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა

უკრაინამ რუსეთში დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა

უკრაინამ, ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თხოვნით, საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოფიციალური განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია პეტრო პოროშენკომაც დაადასტურა. პრეზიდენტმა მოსკოვი ადამიანის უფლებების უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შანსი, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები.

ინციდენტი ქერჩის სრუტეში 2018 წლის 25 ნოემბერს მოხდა. რუსმა მესაზღვრეებმა, რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და 24 მეზღვაური დააკავეს. კიევში რუსეთის ამ ქმედებას აგრესიის აქტი უწოდეს. უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოსკოვს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირიც მოუწოდებს.