ნოტრ-დამის ხანძრისას 3 ადამიანი დაშავდა

ნოტრ-დამის ხანძრისას 3 ადამიანი დაშავდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის 2 სამართალდამცველი და 1 მეხანძრეა. სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

გარდა ამისა, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები, სავარაუდოდ, განადგურდა.