მადრიდის ცათამბჯენიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

მადრიდის ცათამბჯენიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

მადრიდის 235-მეტრიანი ცათამბჯენიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

ევაკუაციის მიზეზი აფეთქების საფრთხეა, რომლის შესახებაც პოლიციაში შეტყობინება შევიდა. ტორე ესპასიოს ცათამბჯენი ესპანეთში სიმაღლით მეოთხეა. მასში ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და კანადის საელჩოებია განთავსებული.