"უნდა ვაჩვენოთ რომ ვართ დიდი ქვეყანა და შეგვიძლია ფეხზე წამოდგომა, ეს საფრანგეთის ისტორიაა" - საფრანგეთის განათლების მინისტრი

საფრანგეთის განათლების მინისტრი ჟან-მიშელ ბლანკე დღეს დილით პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მივიდა, რომელიც გუშინ ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რომ ვართ დიდი ქვეყანა, უნდა ვაჩვენოთ რომ შეგვიძლია ფეხზე წამოდგომა, ეს გაკვეთილია, ეს საფრანგეთის ისტორია და მემკვიდრეობაა.“- განაცხადა ჟან-მიშელ ბლანკემ.