ნადეჟდა სავჩენკო საპატიმროდან გაათავისუფლეს

ნადეჟდა სავჩენკო საპატიმროდან გაათავისუფლეს

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, ეროვნული გმირი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო საპატიმროდან გაათავისუფლეს, კიევის ბროვარსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით სავჩენკოს საპატიმროს დატოვება შეუძლია, რადგან 16 აპრილს მას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და სასამართლომ ის აღარ გაუხანგრძლივებია.

უკრაინის ეროვნულ გმირს მთავარი პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ ნადეჯდა სავჩენკო უმაღლესი რადას შენობაში ტერაქტს გეგმავდა, მისი სამიზნეები კი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გამხდარიყვნენ.

სავჩენკოს გამოშვება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მოხდა, რომელშიც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პეტრო პოროშენკო და კომიკოსი ვლადიმირი ზელენსკი მონაწილეობენ. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.