ლონდონში უკრაინის ელჩის მანქანას 40 წლის მამაკაცი ავტომობილით დაეჯახა

ლონდონში უკრაინის ელჩის მანქანას 40 წლის მამაკაცი ავტომობილით დაეჯახა

უკრაინის საელჩოსთან 40 წლის მამაკაცმა, უკრაინის ელჩის მანქანას ავტომობილი დააჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მძღოლის დაკავება სცადეს, რის შემდეგაც იგი მათ თავს დაესხა.

საპასუხოდ პოლიციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და ბოროტმოქმედი დააკავა. თავდამსხმელის ვინაობას და დანაშაულის მოტივს გამოძიება არ ასახელებს. თუმცა ტერაქტის ვერსია ძალოვანებმა უკვე გამორიცხეს.