პარიზში, მე-18 რაიონში რიკესა და პაჟილის ქუჩის კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. რის შედეგადაც კორპუსის ფასადზე რამდენიმე მეტრის სიგანის ხვრელი გაჩნდა.
აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მოახდინეს, უსაფრთხოების საკითხებში პარიზის მერის მოადგილის განცხადებით, აფეთქების სიძლიერემ შენობის სტრუქტურა დააზიანა.
მისი თქმით გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად აფეთქების მიზეზი იყო თუ არა ბუნებრივი აირის გაჟონვა.