აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავ სიაში ამჯერად ვენესუელასთან დაკავშირებული 4 კომპანია და 9 ტანკერი მოხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ გაფართოებული შეზღუდვები მანამდე ვენესუელის ოქროსმომპოვებელ სექტორს შეეხო.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.