„თალიბანი“ ავღანეთში თავდასხმებს აანონსებს

„თალიბანი“ ავღანეთში თავდასხმებს აანონსებს

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში „გაზაფხულის თავდასხმების“ დაწყების შესახებ დააანონსა. რადიკალებმა ხუთ ენაზე მიმართვა უკვე გაავრცელეს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში იქამდე გასტანს, სანამ ავღანეთს სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები არ დატოვებს. „თალიბები“ მოქალაქეების პოტენციური მსხვერპლის თავიდან არიდებაზეც ლაპარაკობენ.

„თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს.

რადიკალურმა მოძრაობა ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს 1996-2001 წლებში მართავდა.

დაჯგუფების მმართველობა ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მაშინ დასრულდა, როდესაც აშშ-მა „ალ-ქაიდას“ შემდეგ მთელი ძალისხმევა ავღანეთისკენ მიმართა.