დალაი ლამა საავადმყოფოდან გაწერეს

დალაი ლამა საავადმყოფოდან გაწერეს

დალაი ლამა საავადმყოფოდან გაწერეს. BBC-ის ცნობით, ბუდისტების ტიბეტელი სულიერი  ლიდერი თავს კარგად გრძნობს. მისი წარმომადგენლის თქმით, ბერს უბრალოდ ხველება აწუხებდა.

მედიის ცნობით, დალაი ლამა უკვე შეუდგა თავის რუტინულ საქმიანობას.

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა და დალაი ლამას სეპარატისტად მიიჩნევს. საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ბუდისტების შემდეგი ლიდერი, ჯერჯერობით უცნობია.