ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყნის მასშტაბით მისი გამოსახულებით ბილბორდების განთავსებას უადგილო ადმინისტრაციული თავგამოდება უწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქალაქ აქტაუში ჩემი გამოსახულებით 14 ბილბორდი დაამონტაჟეს. ეს აბსოლუტურად უადგილოა, მე ასეთი ტიპის პროპაგანდა არ მჭირდება. რა საჭიროა ასეთი ადმინისტრაციული თავგამოდება?!“, - განაცხადა ტოკაევმა.
მან მერებსა და გუბერნატორებს ბილბორდებზე ქვეყნის მიღწევების ასახვა დაავალა, რომლებსაც ყაზახეთმა პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ხელმძღვანელობით მიაღწია. „ხალხი ბილბორდებზე ჩვენი ქვეყნის რეალურ წარმატებებს უნდა ხედავდს“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი ასრულებს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ზაფხულში ჩატარდება.