ლონდონში ეკვადორის საელჩოში Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC დიდი ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობთ ავრცელებს.
ეკვადორმა ასანჟს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა.
ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც Wikileaks-ი და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
ჭიკიLეაკს-ის დამფიძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა. 2010 წელს მისი პერსონით აშშ-ის ხელისუფლება დაინტერესდა. ასანჟი შვედეთში ჩავიდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.
შვედეთის სასამართლომ ის სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად სცნო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ასანჟი ლონდონში დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს. მისი ადვოკატები აცახდებენ, რომ ასანჟის მიმართ ბრალდებები შეკვეთილია და პოლიტიზირებული.
აშშ მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში ადანაშაულებს. ჟურნალისტს 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.