ითამაშებს თუ არა სააკაშვილი მავნებლის როლს?

ითამაშებს თუ არა სააკაშვილი მავნებლის როლს?

შესაძლოა ის სულაც არ ფიქრობს იმ მემკვიდრეობის გადარჩენაზე, რასაც დემოკრატი რეფორმატორის სახელი ჰქვია

სულ რაღაც 24 საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება აღიარა, ცხადი გახდა, რომ იდეოლოგიური და ტაქტიკური ბრძოლა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის დასრულებისგან შორს არის. როგორც სააკაშვილის, ასევე მისი ახლო გარემოცვის წევრთა განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი განაგრძობენ ჩასაფრებიდან სროლას და „ქართულ ოცნებისთვის“ ძირის გამოთხრას ყველა შესაძლო მომენტში.

არჩევნების შემდგომ, პირველი თავად სააკაშვილი გამოვიდა ბრძოლის ველზე. სატელევიზიო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა მიუღებელი და ფუნდამენტურად მცდარია. სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ ახალი მმართველობა შეეცდება დაანგრიოს ყველაფერი პოზიტიური, რასაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გასული ცხრა წლის მანძილზე მიაღწია. გამოსვლაში მან თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს ბრძოლას, რათა ეს მიღწევები მომავალ თაობებს შემოუნახოს.

ივანიშვილმა კი, თავის მხრივ, დამარცხებულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ დამამცირებლად მიმართა. მისი თქმით, სააკაშვილს რომ მართლაც საქართველოს ინტერესები ამოძრავებდეს, ის გადადგებოდა, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა და არ დაელოდებოდა ვადის ამოწურვას 2013 წლის იანვრამდე. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილის ნებაყოფლობითი გადადგომა თავიდან ააცილებდა ქვეყანას დღევანდელ „ორხელისუფლებიანობას“, რასაც ის საკონსტიტუციო კრიზისამდე მიყავს.

ამჟმინდელმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მემვიდრედ, პრეზიდენტობის კანდიდატად, განიხილებოდა, მაშინვე გამორიცხა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ასევე მოიქცა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილის შემოთავაზება არაკონსტიტუციურია. ბოკერიამ „ქართული ოქნება“ გაარფთხილა, რომ „ექსპერიმენტები [რომლებიც] საფრთხეს უქმნიან კოსნტიტუციურ სისტემას ძალიან საშიში თამაშია.“

ამის შემდეგ ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მისი შეთავაზება „პოლიტიკურ მოთხოვნას“ ან „ულტიმატუმს“ არ წარმოადგენდა. წერილობით განცხადებაში მან ხაზი გაუსვა: „მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან.“

სადავოა, გეგმავს თუ თუ არა იგივეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი. პრემიერმინისტრის მოადგილემ, გიორგი ბარამიძემ ცხადად თქვა, რომ „არ არის და არც იქნება საუბარი იმაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეურთდეს კოალიციურ მთავრობას“. „ჩვენ ამას გამოვრიცხავთ… არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს მასთან [ე. ი. ივანიშვილთან] თანამშრომლობას სამინისტორების დონეზე,“ თქვა ბარამიძემ. რატომ გააკეთა ბარამიძემ ეს განცხადება გაურკვეველია, მით უფრო რომ ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ ვერცერთი მოქმედი მინისტრი მისი გუნდის წევრი ვერ გახდებოდა.

ბაქრაძემ, თავის მხრივ, თქვა რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღებით დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს იმას, თუ რამდენად ასრულებს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებებს. მან განაცხადა, რომ „ძალიან საინტერესოა“ ის, თუ როგორ შეასრულებს გამარჯვებული კოალიცია საარჩევნო კამპანიის დროს გაცემულ „ურიცხვ სოციალურ დაპირებას.“

იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ სრულად გამოიყენებს თავის გამარჯვებას და პასუხს აგებინებს დამარცხებულ მეტოქეს საარჩევნო დარღვევებზე. ყოფილმა ომბუდსმენმა, გამარჯვებული კოალიციის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად კომისია ჩამოყალიბდება.

გამარჯვებული კოალიციის მეორე წამყვანი ფიგურა, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატი იყო დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდში, მოწოდებას აკეთებს, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ხელახლა დაინიშნოს კენჭისყრა. ალასანია ამტკიცებს, რომ შედეგები გაყალბდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის როლანდ ახალაიას სასარგებლოდ, რომელიც ახლა უკვე დისკრედიტირებული ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა. ბაჩო ახალაია გასულ თვეში ციხის სკანდალის შემდეგ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გადადგა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობა არ განაგრძობს სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე სათუთი პროექტი, ახალი გრანდიოზული პორტის, ლაზიკას მშენებლობას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. სააკაშვილმა კი 23 სექტემბრის წინაასარჩევნო შეკრებაზე პირობა დადო: „პოლიტიკიდან არ წავალ, სანამ ლაზიკას შავი ზღვის საუკეთესო ქალაქად არ ვაქცევ“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო, თუმცა არასრული, მონაცემებით პარლამენტში „ქართული ოცნება“ 82 ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 68 მანდატს მიიღებს, ეს საკმარისი რაოდენობაა „ქართული ოცნებისათვის“, რომ საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს პრემიერმინისტრის პოსტზე (სავარაუდოდ ეს თავად ივანიშვილი იქნება), მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 100 ადგილია საჭირო.

„ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, პრობლემები ექნება ასევე ადგილობრივი თვითმართველობის დონეზეც. ყველა რეგიონის გუბერნატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და პირადად სააკაშვილის მიერ არის დანიშნული, ისევე როგორც უფრო ქვედა რგოლის, რაიონის რწმუნებულები. და ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პერიოდისგან განსხვავებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოებში წევრთა რაოდენობის მხრივ მონოპოლია აქვს.
foreignpress.ge