ბრაზილიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, რიო-დე-ჟანეიროში სტიქიას სულ ცოტა 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
სამაშველო სამსახურები ცდილობენ რომ ავტობუსებში, მანქანებსა და შენობებში გაჭედილი ადამიანები გადაარჩინონ. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ ქალაქის რაიონების დაბტორვა გამოიწვია.
სტიქიამ განსაკუთრებით შეუტია ქალაქის სამხრეთ ნაწილს, სადაც მდებარეობს იპანემა, კოპაკაბანა, ლებლონი.