ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა ხმა დათვლილია. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გაირკვა, არჩევნებში კონკრეტული გამარჯვებული პარტია არაა.
პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ "ლიკუდი" და ცენტრისტულმა "ლურჯისა და თეთრის ალიანსმა“ ქნესეთში 35-35 ადგილი მოიპოვეს. სტატიის მიხედვით, ნეთანიაჰუს შანსი აქვს ძლიერი მემარჯვენე კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს, ხოლო თავად მეხუთედ გახდეს პრემიერმინისტრი.
ნეთანიაჰუს გამოცდილების მიუხედავად, ეს საარჩევნო კამპანია მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არჩევნებამდე 40 დღით ადრე ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებს.