ტიბეტელი ბუდისტების სულიერი ლიდერი დალაი ლამა მე-14 დელიში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დალაი ლამას პირადი პრესსპიკერის განცხადებით, 9 აპრილს 83 წლის სულიერმა ლიდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმების მიზნით, ქალაქ დჰარამსალადან დელიში გადაიყვანეს.
ექიმებმა მას გულმკერდის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. სულიერი ლიდერი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს გაატარებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.