ფასეულობების აღრევაზე ჩაგეკითხებით, თუ ეს იყო საბაბი რაზეც თქვან საუბრობდით, რატომ ჰქონდათ პროტესტი, რა იყო ის მთავარი, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება? არ არის მარტივი მმართველი გუნდიდან გამოხვიდე და გახდე იმ გუნდის ოპოზიცია, რომელთანაც ერთადაც მოხვედი.
- მე, ალბათ, მათ ნაცვლად ვერ გავცემ პასუხს. ის, რასაც თვითონ საჯაროდ ამბობენ და ამბობდნენ გუნდის შიგნითად, ვერ გამოდგება მიზეზებად, რამეთუ, არ აქვს საფუძველი, ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ. ყველა მათ კითხვაზე გუნდში ამომწურავი პასუხი გავეცით, მათ არანაირი კითხვა აღარ რჩებოდათ რეალურად, მაგრამ ეტყობა სხვა მიზეზი და სხვა საბაბი ვერ ნახეს, წასვლა უნდოდათ და რა არის რეალური მიზეზი, ალბათ, ცოტა მოგვიანებით შეიძლება დრომ გვაჩვენოს.
რაც შეეხება ფასეულობების აღრევას, საინტერესო იქნება ეს ყველასთვის და მე მინდა მაყურებელს მივაწოდო, იმაში, რაშიც ბრალს სდებენ გუნდს, მე მგონი თავად აქვთ ეს პრობლემა. ჩემი შენ გითხარის ვარიანტია ჩემი აზრით. ვნახოთ, ამისთვის დაგვჭირდება ის, რომ რეალურად როგორი სასამართლოა, რომელსაც ესენი განიცდიან ძალიან და განიცდიან რატომღაც მეექვსე წელიწადს, თავისივე პოლიტიკური არსებობის ჩვენს გუნდთან ერთად, მეექვსე წელიწადს გაახსენდათ სასამართლო, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა და ასეთი სასამართლო მათ არ აწყობთ. მეექვსე წელიწადს, ხაზს ვუსვამ ამას. სად იყვნენ დანარჩენი დრო, როდესაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ და მივიღეთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, ტიპიური ევროპული კონსტიტუცია, მათ რიცხვში კონსტიტუციაში იყო სასამართლოს შესახებაც, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, არჩევის შესახებ და ა.შ და მათ ამას ყვფელაფერს ხმა მისცეს და ამ დროს პროცესები, რომელიც ახლაც მწვავედ არის საზოგადოებაში და მაშინ განსაკუთრებული სიმწვავე იგრძნობოდა, ეს ყველაფერი იმართებოდა ნაციონალური მოძრაობისა და მათთან ასოცირებული ენჯეოების მიერ. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც გავლენა დაკარგა სასამართლოზე, ჩვენ მოვედით და გავაცხადეთ, რომ არ ჩავერევით სასამართლოს საქმეში და სასამართლოს მივეცით ის მინიმუმი და აუცილებელი, რაც ხელისუფლებისგან არის საჭირო, რომ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ჩარევას, რომ თვითონ გამორკვეულიყვნენ და რაც მთავარია, უარი ეთქვათ ნაციონალური მოძრაობის გავლენაზე.
ეს მათ მოახერხეს და მოახერხეს გარკვეულ დროში, გახსოვთ, წინა პერიოდები, დღეს რომ მურუსიძის გვარს ატრიალებენ ყველაზე მეტად, მე პრემიერის რანგში შევხვდი ახლადარჩეულ იუსტიციის საბჭოს მდივანს მურუსიძეს, არავისი მაშინ კრიტიკული გამონათქვამები არ გამიგია, მათ შორის ჩვენი გუნდიდან და არც ენჯეოები ამას არ განიცდიდნენ, რამეთუ, მაშინ ყველას ჰქონდა ილუზია მაშინ, რომ ესენი ისევ იმართებოდნენ ნაციონალური მოძრაობისგან.
მურუსიძე-ჩიჩალაძეზეა საუბარი.. კლანი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას.
- კი ბატონო, რამდენად მართავს და რამდენად კლანია ამასაც დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს ისტორია იმისთვის მჭირდება, რომ მივიდეთ იქ, რომ ყველაფერს პასუხი გავცეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა მე მგონი სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება და 2013 წლის გიგაურის განცხადებაც. ეს ყველაფერი გუნდში განვიხილეთ, მე დღეს რამეთუ ტელევიზიით პირველად მიწევს გამოსვლა, მჭირდება, რომ ეს ტელემაყურებელს შევახსენო. გუნდში ამაზე გვქონდა მრავალჯერადად მინიშნებაც და შეხსენებაც, ეს არ არის ახალი, მაგრამ 5-10 წუთი დამჭირდება, საზოგადოებას რომ შევახსენო თუ მომცემთ ამის საშუალებას.
ის, რომ 2013 წელს გიგაური წერს და ეს საჯაროდ იყო, ახალს არაფერს ვამბობ, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა აირჩიოს და მიგვანიშნებდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაბედონ მოსამართლეებს შევეხოთ. იგივე გიგაური დღეს ნახეთ რა დღეშია, როგორ ილაშქრებს და უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიც არის, ყოველდღე პოზიციებს ცვლის, კვლევებზეც გეტყვით, როგორ კვლევებს ატარებს და როგორ ხდება მისი განვითარება, მაგრამ 2013 წელია საინტერესო. ეს არის წლები, როდესაც ისევ კუბლაშვილი მართავს, მეიშვილი მოადგილეა და ყველას ჰქონდა განცდა და მათ რიცხვში ნაციონალურ მოძრაობასაც, რომ სასამართლო ისევ მათი გავლენის ქვეშაა და ალბათ იყო კიდეც, მე თვეებად ვერ დავყოფ ამ პროცესებს, უფრო გვიან, როდესაც მურუსიძე, იქ ჩინჩალაძეც გამოჩნდა და როგორც ჩანს, ეს გვარები ამორჩეულია ნაციონალური მოძრაობის მიერ და არა ჩვენგან. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის ქართული ოცნების წევრებს მათზე არასდროს აქცენტი არ გაუკეთებიათ, გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში.
სანდრო გირგვლიანის კონტექსტში მურუსიძის გვარს იცნობდა სრულიად საქართველო
- ძალიან კარგი იქნება, რომ ესეც განვიხილოთ, რომ სანდრო გირგვლიანის კონტექსტში და ზოგადად მურუსიძის გვარი, ჩინჩალაძის, რომელსაც 300 საქმეზე მეტი არ განუხილავს, ამაში სდებენ ბრალს დღეს და მურუსიძეს სდებენ ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა. ეს თუ არ განვიხილეთ, ისე ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ.
ყველა ეს პრობლემა და ეს გვარები და მათი ოდიოზურობა და კლანურობა ეს ყველაფერი მოდის ნაციონალური მოძრაობისგან და მათგან მართული ენჯეოების მხრიდან, ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში. აშკარად ეს ყველაფერი ჩანს. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მის დაბრუნებას ცდილობენ.
რამდენად ობიექტურები არიან და რამდენად სწორად ემხრობიან ნაწილობრივ ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებმაც დატოვეს პარტია და რამდენად არიან ესენი მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უნდა გავარჩიოთ რამდენიმე დეტალიც. სხვანაირად არ გამოგვივა. იგივე მურუსიძის თემა ავიღოთ, გინდა ჩინჩალაძის თემა ავიღოთ, გინდაც ნებისმიერი სხვა მოსამართლის, მე ადვოკატობა გვარების მიმართ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მაგრამ საერთო სიტუაცია რომ სწორად შევაფასოთ, აპელირება ამ გვარებზე უნდა გავაკეთოთ, რამეთუ ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა და ენჯეოებიც მათ ესხმიან თავს.
მურუსიძის ქეისი - რამდენჯერმე იყო ტელევიზიაში, თვითონაც რამდენჯერმე გამოვიდა ტელევიზიით. ჩვენ პარადოქსების ქვეყანა ვართ და ეს შემთხვევაც აბსოლუტურად პარადოქსულია ჩემთვის და მე ახლა ისეთ დეტალებსაც მოვიტან რომელიც შეიძლება საჯაროდ არ თქმულა. დღეს მურუსიძე წარმოგვიდგება, როგორც იტყვი მურუსიძის გვარს, სინონიმია გირგვლიანის მკვლელობის. ალბათ თუ ახსენებ მურუსიძეს, ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ.
მოლაშვილზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ...
- თუ გნებავთ, მოლაშვილის ქეისიც გავარჩიოთ, ოღონდ ძალიან ბევრ დროს წაიღებს ეს ყველაფერი.
ამ დროს ადვოკატი, ძირითადი ადვოკატი ვინც გახლდათ გირგვლიანის, შალვა შავგულიძე დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში, გავავლოთ პარალელები და ვნახოთ, რა მოხდა. ჯერ პირველ რიგში ის, რომ მოხდა დიდი ტრაგედია, მთელი ოჯახი პრაქტიკულად შეეწირა ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათზე იყო მორგებული თავიდან ბოლომდე - ეს მოკლე შეფასება.
ეხლა ვნახოთ რა მოხდა, პარლამენტში ძალიან სასწრაფოდ მოახერხეს კანონის შეცვლა, სამი მოსმენით ძალიან სწრაფად, რაც შეილებოდა, რომ პოტენციურ მკვლელებს სასჯელის ნაკლებობა მიეღოთ, ამის შემდგომ შედის სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლო უსჯის, გვარებით ვერ ვიტყვი 8 წელს და 7 წელს ამ ოთხეულს და წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა, რატომღაც აპელაციას წერს პროკურატურა, მე მინდა რომ ამას საზოგადოებამ მიაქციოს ყურადღება. პროკურორი შედის აპელაციაში, ბრალმდებელი, რომ ეს სასჯელი არის ცოტა და ერთი წელი დავუმატოთ, რატომღაც შალვა შავგულიძე, ადრე მე ვფიქრობდი, რომ მას ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, აქვე გადავაფასოთ. ერთი წლის მომატებას ითხოვს პროკურატურა - ადეიშვილი. აბა ნახეთ, როგორი თამაშებია, როგორ წარმოგიდგენიათ, ადეიშვილი, რომელსაც, კანონმდებლობის ცვლილება მოახერხეს სასწრაფოდ სამი მოსმენით იმისთვის, რომ ოთხივე მკვლელი ერთ კამერაში შეეყვანათ და თანაც წლებიც ნაკლები მიეღო ერთ კამერაში, თქვენ კარგად იცით ეს, კადრებიც აჩვენეთ, თქვენს ჟურნალისტ ნანა ლეჟავასაც აქვს ამაში დიდი წვლილი, რომ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა და ესენი გარეთ „გულაობდნენ“ მანქანებით ჩვეულებრივ და ქალბატონებსაც ართმევდნენ, ისინი პატიმრებად ვერაფრით ჩაითვლებოდნენ.
ეს იყო ის ხელისუფლება - ნაციონალური მოძრაობის კარგი მაჩვენებელია, მაგრამ გავყვეთ ისევ ამ თემას რაც ჩვენ გვაინტერესებს, სასამართლოში რა ხდებოდა და როგორი სასამართლო იყო. რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე. ასე ასოცირდება საზოგადოებაში, მურუსიძის გვარს ვერ ახსენებ, მურუსიძის გვარს როგორც ახსენებ, იმ წუთში მოდის ყველაზე დიდ ტრაგედიასთან.
მე მახსოვს, რომ გუნდში, პირველი, როდესაც ეს 10 კაცის სია შევიდა და ძალიან ემოციური შეხვედრები მქონდა, დეპუტატი ერთი ქალბატონი, გვარს არ დავასახელებ, საჭირო არაა, თუმცა, დასამალიც არაფერია, ძალიან გამომყვა მურუსიძე-ჩინჩალაძის თემაში და ვაჩვენე, რომ რატომ მათ ებრძვიან, როგორები არიან, იმიტომ, რომ ესენი დაუდგნენ პირველი წინ. იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გავლენა სასამართლოზე და მოსამართლეებიც გაითანაბრეს და წინ წავიდნენ და ნაციონალურ მოძრაობას აღარ დაუწყეს შესრულება. იმიტომ წამოვიდა ეს ორი გვარი, წამომყვა და რომ ავიდა ბოლოში, მაგრამ მაგათ ხმას ვეღარ მივცემთო, სახლში როგორ მივიდეო, მე ჩინჩალაძეს და ხმა მივცეო, ოჯახი ვერ გაიგებსო. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურად გაიგო კარგად, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გვარები იმიტომ შეარჩია, რომ მათ როლი ითამაშეს წინააღმდეგობის გაწევაში, რომ არ დაემორჩილნენ, ხმას მაინც ვერ მივცემთო, ოჯახში როგორ მივიდეო.
4400 იყო, როდესაც შეიტანა, ერთ-ერთი იყო შავგულიძის, ეხლა ვთქვათ, გმირობად ვერ ითვლებოდა და ვერ ჩაითვლება ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში რომ შეიტანა, ამდენი განცხადებები შედიოდა. სხვა დანარჩენ დარღვევებზე აგოს პასუხი და დღეს იმას რა უნდა იგივე ნაცებთან, ამაზე უნდა აგოს ამ კაცმა პასუხი და რამდენად დასაჯერებელია მისი და რამდენად შესაქებია, რომ თურმე სტრასბურგში დაწერა განცხადება. მაშინ როდესაც აპელაცია დააგვიანდა საქართველში და ამან საშუალება მისცა მანიპულირების, ანუ თვითონ მონაწილეობდა ამ მანიპულაციებში. მე დიდი ეჭვი მაქვს, თვითონ იყო მონაწილე სწორედ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, რომელსაც ადეიშვილი მართავდა ორივეს მანიპულაციებში, რამეთუ გამოტოვა და საშუალება არ მისცა სხვა ინსტანციებს რომ ქმედების საშუალება დარჩენოდათ. აი ეს არის რეალობა და რომელ ნდობაზეა საუბარი.
იფსოსის კვლევებზე როგორ შეიძლება პრეტენზია გქონდეს, რასაც წერს დღეს კაპიტანი გიგაური, რომ საზოგადოების ნდობა ასეთ სასამართლოსადმი არის 5%, მაშინ როდესაც ვთქვათ იფსოსის კვლევა საშუალო ევროპულის დონეზეა, რაც აბსოლუტურად ობიექტურია. კიდევ ერთი კლანურ მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენეთ ჩვენი უახლოესი ტრაგედია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა. თქვენ ნახეთ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ, რომ ჩვენ კინაღამ რევოლუცია მივიღეთ. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება და არ ვიცი საზოგადოება რამდენად ამას ყურადღებას აქცევს, თუმცა ეს საჯარო ინფორმაციაა და ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის გამოძიების შედეგებს ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რას შფოთავენ ან ჩვენი გუნდის წევრები, ან სხვები, შფოთავს ნაციონალური მძრაობა და მათგან მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო, როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე, რაც მათ დაკარგეს. როდესაც ფასეულობის აღრევაზეა საუბარი, 5 წელია ხმა არ ამოუღია არც ერთ ჩვენ თანაგუნდელს, მით უმეტეს ჩვენ პარლამენტის წევრს, მათ მიიღეს კონსტიტუცია, ხმა მისცეს ხუთეულმა, თუ სამეულმა, დღეს რომ გაახსენდათ, გაახსენდათ რა დროს და როგორ სიტუაციაში. გაახსენდათ, როდესაც ამაღლებულად და მასიური შეტევა მიდის ნაციონალური მოძრაობისგან და ამ ენჯეოების მხრიდან, რომ როგორმე დაიბრუნონ სასამართლოზე მართვა. რატომღაც უნისონში მოდიან ჩვენი სამეული ნაციონალური მოძრაობის ამ მცდელობასთან, იგივე პოზიციას იმეორებენ სწორედ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, და რომ საფუძველი არ არსებობს ამის, მე ამაზე ვისაუბრე და მე მგონი ვაჩვენე ტელემაყურებელს, არავითარი საფუძველი რეალური არ არსებობს, ისინი იბრძვიან, რომ სასამართლოში მართვა დაიბრუნონ, მაგრამ როდესაც ფასეულობების აღრევაზე საუბრობს ეს სამეული, თუ ოთხეული, სწორედ მათში შეიმჩნევა ეს, სწორედ ამთთან მაქვს მე ეს პრეტენზია, რომ როგორ თამაშობენ ისინი, როგორ ასხამენ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს. მე შიგნითაც ამათ ბევრჯერ ვუთხარი და მხოლოდ ემოციური აღშფოთების მეტი, როგორ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენ... თქვენ აკეთებთ იმას რაც სჭირდება დღეს ნაციონალურ მოძრაობას.
ზარდიაშვილი, რომელიც აქვთ დახვეული ხელზე, ზარდიაშვილი პრინციპულად მიუღებელია მათთვის, რომ ის იყო ადეიშვილის თანამშრომელი და ა.შ. ამასთან დაკავშრებითაც მინდა მოვახსენო თქვენს ტელემაყურებელს, აქვე მოგახსენებთ რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზია. ის რაც მე გავიხსენე სასამართლოსთან დამოკიდებულებით, ესეთივე დამოკიდებულება რამდენჯერმე ჯერ კიდევ პრემიერის რანგში მაქვს გაცხადებული, რომ ჩვენ არ შეიძლება გახლეჩილი საზოგადოების რანგში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავსაჯოთ ვისაც აქვს კანონი დარღვეული კონკრეტულად, მაგრამ ის, ვინც იყო მსხვერპლი იმ სისტემის, რომელიც ერთ კაცზე იყო მორგებული მხოლოდ, მე ასე ვთვლი პირადად, ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ მე ესე ვთვლი, რომ ერთ კაცზე მორგებული იყო სისტემა. ყველა თანამშრომელი და მონაწილე იყო დანარჩენი მსხვერპლი. მსხვერპლმა სააკაშვილის მსხვერპლმა ბევრმა კანონი დაარღვია და ისინი ციხეში არიან, მაღალი თანამდებობის პირები და ჩვენ მოვახერხეთ ამათი დასჯა, საზოგადოებას მინდა წარმოდგენა შევუქმნა და შევახსენო კიდევ რად გვიღირდა და დღესაც კიდევ როგორი ფესვები ჰქონდათ მათ. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ, პროკურატურა მივიღეთ მთლიანად იქედან დაკომპლექტებული და სასამართლოც და ამისი დევნა გაგვეგრძელებინა, ჩვენ მივიღებდით ახალ უბედურებას და ახალ მოჯადოებულ წრეზე გავაგრძელებდით სვლას. ჩვენი არჩევანი იყო სწორი, ჩვენ მათ მივეცით გამორკვევის საშუალება. უამრავი სახელმწიფო მოხელე დღესაც პოლიციაში და სხვა სამინისტროებშიც მუშაობს ნაციონალური მოძრაობის დროს რომლებიც იყვნენ სამსახურში და ეს ვერ გამოდგება წყალგამყოფად, ამას ვამბობდი მაშინ და ვიმეორებ დღესაც. ეს ვერ იქნება წყალგამყოფი, ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება და ერთად ვიბრძოლოთ რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით განვითარდეს, ამის მოსურნეები, ვერ არიან კეთლმოსურნეები, ვინც მიგვანიშნებს, რომ ის იყო და ამიტომ აქ ვეღარ დადგება. ის რომ იქ იყო და მახსოვრობა გვაქვს, ძალიან კარგია, ამით გუნდი არ არის სავსე, ერთ ორი გამონაკლისი რომ პარტიაშიც მივიღეთ, მე ვფიქრობ ესეც სწორი და კარგი პრეცედენტია, რომ ჩვენ კარებს არ ვუხურავთ ამათ. ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს სხვადასხვა დონის სამსახურებში იყო, მაგრამ დღეს აღიარებენ, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ ის დანაშაული, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა და სააკაშვილი არის სწორედ დევნილი პროკურატურისგან. ამას ყველაფერს ამბობენ, რასაც ვერ ახერხებს ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი წევრი და ვერ ახერხებს ევროპული საქართველოს ვერც ერთი წევრი. ამას ვინც ამბობს და აღიარებს, რომ ის დანაშაულები, რაც მათ ჩიდინეს, ესენი ამას აღიარებენ, იქ კარები აღარ უნდა იყოს დაკეტილი ჩემი აზრით.
და რაც შეეხება პრინციპულობას კიდევ ჩვენი დეპუტატების, რომლებიც ზარდიაშვილს მუდამ გაიხსენებენ და მათთვის მიუღებელია. მათ პრინციპულობაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ელემენტარული მიზეზის გამო, თუ ესენი ესეთი პრინციპულები არიან, როდესაც სიაში შეიტანეს ზარდიაშვილი და მე არ ვაყალიბებდი მაშინ სიას, მე ძალიან შორიდან ვაძლევდი რჩევებს, მათი პრინციპულობა სად იყო მაშინ, როდესც სიაში ნახეს, სიით არის შესული ბესელია, სიით არის შესული გედი ფოფხაძე, მაჟორიტარი იყო გოგიჩაიშვილი, რატომ არ ... არა აქვს მნიშვნელობა ვინ შეიყვანა. ეს პრინციპული დეპუტატები, როდესაც ნახეს სიაში, ხომ ნახეს, დამალული ხომ არ იყო, რატომ არ გააცხადეს, მაშინ, რომ ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, ჩვენ ამ სიაში არ ჩავიწერებით, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილი. აი მაშინ იქნებოდნენ პრინციპულები. სად იყვნენ მესამე წელიწადი მთავრდება, სად იყვნენ ამდენ ხანს, რატომ ეხლა გაახსენდათ ზარდიაშვილი, რატომ გაახსენდათ იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ნახა ახალი შესაძლებლობა, რომ დაენგრია სასამართლო და თავისი ენჯეოებით და დიდი შეტევა განახორციელა სასამართლოზე და გრძელდება ეს პროცესი. რატომ ეხლა ჩაერთვნენ ამ პროცესში, თუ ესეთი პრინციპულები იყვნენ თავის დროზე რატომ არ გამოამჟღავნეს ეს პრინციპულობა, რატომ არ განაცხადა გედი ფოფხაძემ, რომ მე არ შევალ მაგ სიაში სადაც ზარდიაშვილია. ერთი ხმა არ ამოუღია არც ერთს, ყოველ შემთხვევაში არც საჯაროდ და არც შიგნით მე ეს არ გამიგია. სხვებისგან გამიგია, ვიღაცეები ამას აპროტესტებდნენ, მაგრამ არა ესენი. ეს აღარ სჭირდება ტელემაყურებელს. აი ეს მაქვს მხედველობაში სწორედ, რომ დღეს ესენი რეალურად თამაშობენ ნაციონალური მოძრაობის თამაშს.
მე პირადად თავს არ ვაკადრებ და არც მათთვის არ მიკადრებია შიგნით როდესაც გარჩევები გვქონდა და როდესაც მათ მივანიშნებდი და მიანიშნებდნენ თანაგუნდელებიც, რომ ეს რეალურად ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს. არავითარი პოზიცია და არავითარი არგუმენტი და არავითარი საფუძველი თქვენ არ გაქვთ, რომ ესე ტოტალურად სასაამრთლოს შეუტიოთ, ისინი, რა თქმა უნდა, აღშფოთდებოდნენ, რომ ესეთი ეჭვი გაქვთ, მე ყოველთვის ვეუბნეობიდი რომ არა, არა, მაგრამ ამას რატომ აკეთებთ, დღესაც აქა ვარ და რაც შეეხება ზოგადად, რომ მაინც განვაზოგადოდ მესამედ მისვამთ მაგ კითხვას უკვე, გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი ისტორია, გავიხსენოთ პირველ რიგში შალვა შავგულიძე, ეს იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გავიხსენოთ გია ხუხაშვილი, გავიხსენოთ უსუფაშვილი. აბა ნახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს ხოტბას სააკაშვილს, გუბაზ სანიკიძე მათი საერთოდ მხარდამჭერია და ესენი ოდესმე ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, როდესაც მოვიდნენ და უსუფაშვილმა რევოლუციური სცენარი დაუწერა ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებს შორის დიაპაზონში, შუალედში, დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს და კანონმდებლობას მიჰყვება თითქოს, აბა ნახეთ რა დაწერა. დასჭირდა ნაციონალურ მოძრაობას და კრიტიკულ სიტუაციაში დაუწერა ეს სცენარი და შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ნაცებით ირჩევა, ეს კაცი იყო ოპოზიციაში და იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი. მე მოგიყევით მან რა გააკეთა და როგორ გააკეთა გირგვლიანთან დაკავშირებით, როგორი შეცდომები დაუშვა და მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს ჩვეულებრივად თამაში იყო ნაციონალური მოძრაობასთან. ოდესღაც მქონდა ეჭვი, რომ მას გამორჩა და დაავიწყდა რომ მას აპელაციაში შეეტანა და ის რომ მან არ შეიტანა აპელაციაში, ამან გამოიწვია ... აღარ გავიმეორებ რა გამოიწვია, დღეს ეს კაცი ნაციონალური მოძრაობით ირჩევა მთაწმინდაზე.
ერიჰაააააა........................ სულ დაუპიპინებია.......თურმე ყველა სტყუის მასთან შედარებით ..
.იმას კი არ იტყვის, მე ვტყუივარ, ეს საქმე არ ვიციო---- არა.. თურმე სულ ყოველთვის სხვაააა დამანაშავე
ვეღარ უშველის ფულები.... ......ერთადერთი ხეირი ისააა, რომ ხალხს ნახადუ აღარ ხოცავენ...მადლობა ამისთვის...
ისე კი მასაც და კამსამოლებსაც უკვე საშვილიშვილოდ ააქვთ მოხაზული
ტელევიზიებზე კი ნაღდად ვეთანხმები....
მეც,ვუხსნიდი და ვუხსნიდი,სანამ არ მომბეზრდა.
შეიძლება, ამ კაცს ასე ჯერა, ჩვენ ხომ არ ვიცით მილიარდელის სათვალიდან როგო ჩანს ქვეყანა?!
უბრალოდ, ამათი სათვალეების ვერაფერი გავიგე.
ან სენია,ან აკვიატება!
ნატალი,წავიდა პოლიტიკაში,თუ იცი?
მიყვარს, ჩემზე რომ ახალ ამბებს ვიგებ, აბა მოყევით.
ისე, თქვენთვის ჯერ არ მითქვამს, რომ აღარაფერი გიშველით?
რატომ იცით? ბავშვობიდან გაქვთ მონური ფსიქოლოგია ჩამოყალიბებული.
სულ, კერპის ძიებაში იქნებით,სანამ სააქაოში ხართ!
ქვეყანას არ ააქვს უმთავრესი ინსტიტუტი სასამართლო!
ისე, თქვენ და თქვენი კერპის მეტს,წინსვლა ვერავის დაუნახავს და ხომ,არ დაფიქრდებოდით?
უყურე შენ?!
მაგ ასო-ებს, რით ვერ ამოსდო ხელისუფლებამ ლაგამი?
ჭირდება და იმიტომ!
მარტო ნაციონალებმა, ორმოცამდე ასო დაარსესო...
არ იცის ეს ხელისუფლებამ?!
მაშ, მურუსიძესა და შავგულიძეს შორის, თქვენ განსხვავებას ხედავთ? მე არა!
...გარი კასპაროვი რომელს შეადარე, უფრო გასაგებად თქვი.
მიუკერძოებელიო...
მიკერძოებული რატომ ვარ, კობახიძის რომ არ მჯერა იმიტომ?!
მაგალითისათვის, ჯეიმს ფენიმორ კუპერის ნაწარმოებები ნახე.
ნახე, როგორ იქმნებოდა ტყე-ღრიდან სახელმწიფო...
როგორ გახდა კანონი და სასამართლო, ფუნქციონირებადი სახელმწიფოს წინაპირობა!
სანთლების დანთება, არ შველის საქმეს. ...
ნათურებია ტვინში ასანთები!
სულ, ორი კომპონენტია საჭირო, ტვინი და ნათურა!
ეს, მარტო მაშინდელი ქართული სასამართლოს “განაჩენი“ კი არ იყო,
საქართველოს ხელისუფლების მუშაობის სტილზე მიუთითებდა.
ჰე ახლა, ჩამოყალიბდი,
ან სტრასბურგში ჰყავთ უცოდინარი მოსამართლეები, ან მურუსიძეა “კასპაროვი“ და ძრწოდეს მსოფლიო!!!
...რომელსაც კობახიძე მოუყვება, რომ მურუსიძე, ცუდ სისტემაში, ცუდს აკეთებდა...
კარგში, კარგს აკეთებს!
მსოფლიოს, თუ უნდა იურისტთა რეკვალიფიკაცია, მურუსიძეს და კობახიძეს დაავალონ ეს საქმე...
რა ბედნიერებაა, ასეთი კალიბრის იურისტები, ჰა!
კაი ახლა, ჰერი პოტერის ასაკის აღარ ვარ... არც ზღაპრების მჯერა!
ახლა, საქართველოს გარეთ რამდენი დააარსეს, იმაზე არც ღირს საუბარი...
მკვლელის და დამკვეთის დანაშაულის სიმძიმე, დიახაც რომ ვერასოდეს მიაღწევს მოსამართლის დანაშაული სიმძიმეს....
ბოროტმოქმედის გავლენა ერთ,ან რამდენიმე შემთხვევაზე ვრცელდება!
ხოლო მოსამართლემ, თავისი ქმედებით, თუ უმოქმედობით, ასობით და ათასობით ადამიანის ბედ იღბალზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს!
ამდენი ანგარიში, მართლა არ იცი თუ...
ყორნის გათეთრების მორიგი მცდელობაა?
აი, რა აქვს ამერიკელებს საოცარი,
სასამართლო სისტემა!!!
...რომელიც სავსეა გაბედული მოსამართლეების და ადვოკატების მიერ შექმნილი “პრეცედენტებით“ .....
ბევრმა ამერიკელმა იურისტმა, ქრონოლოგიურად იცის,ამ პრეცედენტების შინაარსი
ამიტომ შექმნა, იმ ხალხმა სახელმწიფო...
ამიტომ ,კანონობს კანონი და ქვეყნის მართველობა ეფუძნება
“ჩეკ ენდ ბალანს“ -ის პრინციპებს
და არა, ერთი კაცის ხუშტურებს!
თუმცა,რას ვიღლი თავს...
იმას თუ ვერ ხვდები, რომ ხუთი,ან ათი მკვლელი, ვერასოდეს იმდენს ვერ ავნებს ქვეყანას, რამდენსაც ერთი მოსამართლე?!
სისტემურ დანაშაულზე და კანონის სახელით ჩადენილ ბოროტებაზე, საკმაო ისტორიული მაგალითებიც გვაქვს....
მაგრამ, თქვენთვის ხომ, “ლიდერი ყოველთვის მართალია“!
ჩვენს ქვეყანაში, უნდა გვქონდეს ვარგისიანი სასამართლო და არ გვექნება ყველაფერი სხვისი შესაკითხი...
კონსტიტუციას, ვენეციის კომისიის გარეშე ვერ მივხედეთ...
ხოლო, სტრასბურგში წასული ქართველების საქმეების რაოდენობითაც, ძალიან კარგად ჩანდა, როგორ ილახებოდა ადამიანის უფლებები,მაშინ როცა მეორეს მხრივ, რეგიონის დემოკრატიის შუქურას გვეძახდნენ, სააკაშვილის მმართველობის დროს.
ახალი ამბავი, ევროპელების მოჩვენებითი ობიექტურობა...
და ორპირობა!
ისტორიას არ სმენია ასეთი!
... და შენი საზომ-საწონით, ეს დემაგოგიაა?!
არგუმენტები რომ გამოგელევა, მერე რომ პირადულზე გადადიხარ...
რომ გითხრა, ჭკუა ისწავლეთქო...
რად გინდა, სად გამოგადგება?
უყურე ტელევიზორს, მაცივარში ყურება, მაინც არაფერს მოგიტანს!
ტელევიზორში კი, სულ წინსვლაზე გესაუბრებიან...
იგივე. იგივე. იგივე. იგივე. იგივე.იგივე.იგივე.
წლებია აკაკუნებთ და აკაკუნებთ და რა შედეგი მიიღეთ ისიც დადეთ წავიკიტხო და ვთქვა, ტყუილად არ იტყავებენ ენებს მეთქი.
პ.ს ისეთი მომაბეზრებელი პოსტები გაქვთ,რო ბოლომდე წაკითხვა არცაა საჭირო.
ერთ წინადადებას თავში ვკითხულობ.
ერთსაც ბოლოში და უკვე ვიცი რაც წერია.
რაღაცა შეცვალეთ თქვე ჯიშ აფეთქებულებო. არ მოგწყინდათ სულ " თაო ჩემო"-ს მღერა?
ვინმე გავალებთ ამათ წაკითხვას?
აკი დავწერე ერთ წინადადებას თავში ვკითხულობ.
ერთსაც ბოლოში და უკვე ვიცი რაც წერია მეთქი.
რაღაცა ახალიც თქვით თქვე პირ ქვე დასამხობ მო---------ბო.
ყველა ექსპერტები და ანალიტიკოსები როგორა ხართ ბემურაზებო, თქვენი ჯიგრები კი დახია ციცინოვიჩის ზვიგენმა იმ ხის ძირში, ახლა რო მიათრევს ჭოვლილელი თავის ედემის ბაღში დასარგავად. :)
ვარგისიანი სასამართლო მნებავსო და საიდან გნებავს? მონიტორის უკანიდან?
გადი გარეთ და იქ იყვირე რა გინდა და როგორ გინდა.
დარაზმე ხალხი. გაუძეხი წინ. შეცვალე მოცემული რეალობა. ხო ამბობ --- არ მომწონსო? იმოქმედე მერე, რას უყურებ და ვის უყურებ?
თუ " იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც" ხარ შენც?
არა გამოგივათ,არა!
მიშა წარსულია!
კი გაძლევთ ჟიმჟიმს ყველა ტუპიკში და ჩასახვევში, მოდუნებას არ გაცლით
სანამ მოძრაობა შეუძლია იქნება თქვენი " ტა,ტა,ტა მოიდა ზურაბა" და უძახეთ წარსული და მომავალი, მეტი რა გაქვთ სათქმელი. :)
ბოშათა ბანაკივით რომ დაწოწიალობენ ევროპაში
შენც, მანდა ხარ ხომ?!
გააგრძელეთ!!!
სანდრა, გოუშვით სამარგალოში ჩონგურით ხელში?
დეპორტირებულები არ გამოგადგათ, მუხტის ასაგორებლად?
გააგრძელეთ, საფრანგეთიდან ბელგიაში, მერე ნიდერლანდებში...
ევროპა დიდია.