რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ედავებიან. საქმე ეხება იონ ილიესკუს როლზე 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის ძალადობრივი აჯანყების შემდეგ. ამის შესახებ BBC წერს.
იონ ილიესკუსა და ორ სხვას მათ სატელევიზიო გამოსვლებსა და მიმართვებში დეზინფორმაციის გავრცელებას ედავებიან, რის გამოც ვითარება უფრო უკონტროლო გახდა.
ილიესკუს სათავეში მოსვლიდან 862 ადამიანი მოკლეს. ბრალდება ხანგრძლივი გამოძიების ერთგვარი დასასრულია.
89 წლის იონ ილიესკუ ბრალდებებს უარყოფს.
დანარჩენი ორი, რომელსაც ილიესკუსთან ერთად წაუყენეს ბრალი რუმინეთის მაშინდელი ვიცეპრემიერი ჯელუ ვოიკან ვოიკულესკუ და საჰაერო თავდაცვის ყოფილი ხელმძღვანელი იოსიფ რუსია.
საქმეზე სასამართლო სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.