ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებებს 51 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 3400-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა, ან ბლოკირებული აღმოჩნდა და მაშველების დახმარება ვერ მიიღო.

მანამდე ტრიპოლის ერთადერთ აეროპორტზე, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა, ავიაიერიში განხორციელდა.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღეა განახლდა. ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ჯარს, ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.