ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგადაც ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტის მეხუთედ შენარჩუნების იმედი აქვს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე მოხდება, ნეთანიაჰუ დავიდ ბენ-გურიონის რეკორდს მოხსნის, რომელიც ქვეყნის პრემიერად 4-ჯერ აირჩიეს.
სარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება 6 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს. მათ არჩევანი 46 პარტიიდან ერთზე უნდა გააკეთონ.
ხმის მიცემიდან მეორე დღეს გაირკვევა, რომელი პოლიტიკური ძალები შევლენ ქნესეთში, ხოლო ვინ გახდება ისრაელის მომავალი პრემიერი, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
ნეთანიაჰუს გამოცდილების მიუხედავად, ეს საარჩევნო კამპანია მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არჩევნებამდე 40 დღით ადრე ისრაელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წაყენებას აპირებს.