ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ზაფხულში ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გასცა. ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადაწყვეტილებით, არჩევნები მომავალი წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება.
პრეზიდენტის მოვალეობა ტოკაევს 2020 წლის აპრილამდე უნდა შეესრულებინა. სახელმწიფო მეთაურის პოსტი მან მას შემდეგ დაიკავა, რაც 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 2019 წლის 23 მარტს კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და ნურსულთანი ეწოდა.