ნიკა VS ნიკა ?

ნიკა VS ნიკა ?

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” გვერდზე გამოკითხვას ატარებს შემდეგი სათაურით: – “მოსულა თუ არა ეთერში გინება?” ამ დროის მონეცემებით, გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა: 58% თვლის, რომ ეთერში გინება დაუშვებელია, ხოლო 42%-ის აზრით, – დაშვებული.

“მოკლედ, გადავწყვიტე ვკითხო მაყურებელს, ანუ თქვენ…

მკვახე და ტაბუდადებული სიტყვების ტელეეთერში საჭირო დროს ხმარება დასაშვებად მიგაჩნიათ, თუ ჯობია თავი შევიკავო და რაიმე კორექტული შესატყვისი ვიპოვნო? თქვენ დაგიჯერებთ და როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი (ცხადია, არ ეხება ჩემს ფბ ლაივებს. იქ ისე ვილაპარაკებ, როგორც მე ვთვლი საჭიროდ). ძალიან დამეხმარებით, თუ გამოკითხვაში მიიღებთ მონაწილეობას. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ” –  დაწერა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შედეგებით უკმაყოფილი გვარამია, ახლა უკვე სატელევიზიო რეიტინგების ბრძოლაზეც გადაერთო:

“არ ვიცი გინება-არგინებაზე მაყურებელი რას გადაწყვეტს, მაგრამ amr 16% shr 40% კი დავწერეთ წუხელ ღამის პირველის ნახევრამდე მიმდინარე გადაცემით. “იმედი ლაივის” amr 7% shr 18%-ის წინააღმდეგ” – დაწერა “რუსთავი 2” – ის გენერალურმა დირექტორმა. აღნიშნულ პოსტის კომენტარებში ჟურნალისტიმა მერაბ მეტრეველმა გვარამიას რიტორიკულ კითხვით მიმართა:

“შენ გინდა თქვა, რომ ხალხს შენი მოსმენა ურჩევნია ნიკა მელიას მოსმენას?”, – ჰკითხა მეტრეველმა გვარამიას, რაზეც მან მიუგო: “მინდა ვთქვა არა, ასეა დოკუმენტურად და მათემატიკურად”

“რუსთავი2″-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნული გამოკითხვის ჩატარება, ტელეკომპანის “იმედის კვირის” რეპორტაჟის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც უშუალოდ მას მიეძღვნა.

კონკრეტულად კი საუბარია რეპორტაჟზე სათაურით – “ერის მაგინებელი – გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა”. რეპორტაჟში ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა “ფეისბუქ ლაივებში”.

გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მიიღო საპროტესტო წერილი, ნიკა გვარამია ითხოვს დასახელდნენ აღნიშნულ წერილზე ხელმომწერი ადამიანები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლის, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის “ტელეკომპანიამ მოიგონა”.

“მივმართავ ტელეკომპანია იმედს:

გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

ამასთან,  გვარამიას თქმით, რომ მას “ფეისბუქ” ჩართვების შემდეგ ემუქრებოდნენ. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და სულ ერთია რა ფორმით დაემუქრებიან მას. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.

„ლაივები” რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც “იმედის” საქმე ყოფილა.

ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით,“– განაცხადა ნიკა გვარამიამ.